FM97.5 / LIVE

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს

მთავარისაზოგადოება 17.05.2016
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ამ დღის აღნიშვნა 2013 წელს სცადეს, თუმცა, მსვლელობა დაპირისპირებით დასრულდა.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს

1990 წლის 17 მაისს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2004 წლიდან კი დაიწყო ამ დღის, როგორც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა.

2014 წელს 17 მაისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნა. მათ შორის იყო ის 37 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა ლეგალიზებული არაა. ამ დღეს გაიმართა 1600 ღონისძიება, რომელშიც 1280 ორგანიზაცია იყო ჩართული.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნა პირველად 2013 წელს დაიგეგმა, თუმცა, მსვლელობას სასულიერო პირებისა და მოქალაქეების ნაწილმა ხელი შეუშალა.

2014 წლის 2 მაისს, საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. თუმცა, ეს დღე მაინც ვერ აღინიშნა. 2014 წლის 11მაისს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გამოაცხადა, რომ რომ 17 მაისი წესდება "ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ". 2014 წლის 17 მაისს, თბილისში მოეწყო მსვლელობა ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით.

2015 წლის 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 12 არასამთავრობო ორგანიზაციაა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ აპირებდნენ სოლიდარობა გამოეხატად ლგბტ თემის მიმართ.

წელს, 2016 წლის 17 მაისი საქართველოში გვიან ღამით 10 აქტივისტის დაკავებით დაიწყო.

„აქტივისტები დააკავეს ქუჩაში სტენსილების გაკეტების გამო და განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც შემატყობინეს პოლიცია იქცეოდა და იქცევა ძალადობრივად: ქუჩაში ძირს ახოხიალეს აქტივისტები, ფიზიკურად შეეხნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები”, – ეს ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ.

საქართველოში ლგბტ–ი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ჰომოფობიის დღის აღნიშვნას ვერ ახერხებენ, რადგან პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა.

ამ დღესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენმა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
ომბუდსმენი: 'სამწუხაროა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა'
სახალხო დამცველის მოწოდება ხელისუფლებას 17 მაისთან დაკავშირებით
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე