FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 20.12.2012
ახალციხის ციხეში ტურისტების რაოდენობაც შემცირდა და ექსკურსიებისაც. ადმინისტრაცია ამას ზამთრის სეზონს უკავშირებს.

ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
გახსნის შემდეგ, ახალციხის ციხეს დღეში სამიდან ოთხი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა. ამ ეტაპზე კი ტურისტთა რაოდენობა დღის განმავლობაში 50-დან 130-მდე მერყეობს.

როგორც ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლილი გოზალიშვილი ამბობს, ვიზიტორები დეკემბრის დასაწყისშიც საკმაოდ ბევრი ჰყავდათ, დღეში დაახლოებით 400-500: ”ამ ეტაპისთვის ტურისტები მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც შემოდიან. ძირითადად: რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან”.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საქართველოს ტურისტულ ადგილებს შორის ვიზიტორთა რაოდენობით ახალციხის ციხე ლიდერია.

”ჩვენთან ტურისტული სააგენტოს დეპარტამენტის სხდომა ჩატარდა და როდესაც ნახეს ჩვენი მონაცემები, გაოგნებულები დარჩნენ. ამდენი ვიზიტორი არავის ჰყავს”, - ამბობს გოზალიშვილი.

ახალციხის ციხეს გახსნის დღიდან, 16 აგვისტოდან, დღემდე 120 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 20 ათასმა ციხე უფასოდ დაათვალიერა. ამას გარდა, 16 აგვისტოს, გახსნის დღეს, ციხეს 50 ათასი ვიზიტორი ესტუმრა.

”ციხე უფასოდ დაათვალიერეს სოციალურად დაუცველებმა, იძულებით გადაადგილებულმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა”,-განმარტავს გოზალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნოემბრის შემდეგ ზედა ციხის დათვალიერება ყველასთვის ფასიანი გახდა. ციხეში შესვლა მოზრდილებისთვის ხუთი ლარი, სტუდენტებისთვის - 1,50 ლარი, მოსწავლეებისთვის კი ერთი ლარია.

ციხეს 14 გიდი ემსახურება. ქართულენოვანი გიდი ათი ლარი ღირს, უცხოენოვანი (რუსული, ინგლისური, თურქული) კი 20 ლარი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა
ახალციხის ციხეს 2019 წელს 159 828 ვიზიტორი ესტუმრა
2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღო
„ახალციხის ციხეს“  გასულ  წელს 37 000–ზე მეტი უცხოელი ტურისტი ესტუმრა