FM97.5 / LIVE

ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს

მთავარისაზოგადოება 16.05.2016
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, არ დაუშვას ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება.

ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამეტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე ციხის ადმინისტრაციამ უნდა გათვალოს, რამდენად შეიძლებოდა პატიმრის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ან განვითარების დარღვევას ემოქმედა მის ქცევასა და დანაშაულებრივ ქმედებაზე ან ქმედებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ სახდელს. დაუშვებელია, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელი დაუწესოს პატიმარს რაიმე სახის ქმედებისთვის, თუ ეს ქმედება პირდაპირი შედეგია მისი ფსიქიკური დაავადების ან შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების.

"სამარტოო საკნის გამოყენების შესახებ 2007 წლის სტამბოლის განცხადების შესაბამისად, სამარტოო საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება სრულად უნდა აიკრძალოს. დაუშვებელია, შეზღუდული ფსიქიკური ან ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება, როდესაც შესაძლებელია მსგავსი ზომის გამოყენებამ დაამძიმოს მისი მდგომარეობა", – ვკითხულობთ ანგარიშში.

2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, გაეტარებინა სათანადო ზომები, რათა არ მომხდარიყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება. მიუხედავად ამისა, 2015 წლის განმავლობაში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტები გამოვლინდა პენიტენციური დეპარტამენტის N2 და N3 დაწესებულებებში. შესაბამისად, სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა არ მოხდეს ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის, დისციპლინური სახდელის სახით, სამარტოო საკანში მოთავსება.

[sknews.ge]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს დააფინანსებენ
სახალხო დამცველი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას თხოვს
ფსიქიკური პრობლემების მქონე გ.ხ–ს საქმეზე სააპელაციომ განჩინება უცვლელი დატოვა
‘ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტის გამო, 3 თანამშრომელი დაინფიცირდა’ - სოლოღაშვილი
ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა
ომბუდსმენის ანგარიში ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრებზე