FM97.5 / LIVE

ვინ არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები

მთავარიპოლიტიკა 14.05.2016
დღევანდელ, "ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობაზე, დელეგატებმა პოლიტსაბჭოს ახალი წევრები ერთხმად აირჩიეს. პარტიის პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი ჰყავს.

ვინ არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები

პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან - დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

დავით ბაქრაძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;

დავით კოღუაშვილი - აშშ–ის სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი; ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი; ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში; ამერიკის კონგრესის სპეციალური ჯილდოს მფლობელი დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია
"ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელი;

მამუკა მდინარაძე - იურისტი, სამართლის დოქტორი. ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე;

ირინე ფრუიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ინტელექტუალურ კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი;

რომან კაკულია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;

სოფიო კილაძე - საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი;

აკაკი ზოიძე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი;

ზვიად გონაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მაგისტრი;

პოლიტსაბჭოში დარჩნენ ძველი წევრებიც" პარტიის გენერალური მდივანი - კახა კალაძე, დეპუტატები: გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე; საპარტნიპორი ფონდის ხელმძღავნელი დავით საგანელიძე, ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური.

შეგახსენებთ, თბილისში, სპორტის სასახლეში პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეოთხე ყრილობა მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი პრემიერები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.02.2020 ახალციხეში ცენტრალური მილის დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

24.02.2020 სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართული ოცნების” სიის პირველი ათეული
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაასახელა
ვინ არიან 'ქართული ოცნების' ახალი საარჩევნო სახეები
137 კაცი და 18 ქალი – "ქართული ოცნების" პარტიული სია
ქართულმა ოცნებამ' საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სია გამოაქვეყნა
მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სრული სია