FM97.5 / LIVE

სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს

მთავარიპოლიტიკა 14.05.2016
თბილისის სპორტის სასახლეში პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან, პარტიის თავმჯდომარედ მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს.

სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეოთხე ყრილობა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილებს თავდაპირველად პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

”მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შეკრების და პარტიის მომავალსა და განახლების პერსპექტივებზე საუბრის საშუალება. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პარტიის ირგვლივ, რომელიც ფორსმაჟორულ პოლიტიკურ პირობებში, ხალხის სურვილით და ხალხის ნების შესასრულებლად შეიქმნა. ჩვენ გადავლახეთ ურთულესი 2012 წლის არჩევნები, რთული და დაბრკოლებებით აღსავსე რამდენიმე მომდევნო წელი. ჩვენ არ გვიზრუნია პარტიული კომფორტის მოწყობაზე მაშინ, როცა ქვეყანაში ურთულესი ეკონომიკური თუ სოციალური ბარიერები იყო დასაძლევი, ხოლო მოსახლეობა შიშის და ძალადობის წნეხიდან გამოსაყვანი. საქართველო ახალ გზაზე დადგა, სწორ გზაზე", – განაცახდა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოში არასდროს დაბრუნდება კლანური ან სხვა სახის მმართველობა: "ჩვენ ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობასთან ერთად ხალხის გვერდით დგომით ჩავუყარეთ საფუძველი დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობას, რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია, ქვეყნის, სადაც კანონის ძალით მართავს ხელისუფლება და არა ძალადობით და განუკითხაობით. ჩვენი ლიდერია ხალხი, ჩვენ სწორება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაზე, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, ერთობა და პროგრესი”.

კალაძის გამოსვლის შემდეგ, ყრილობის დელეგატებმა, პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად აირჩიეს. შეგახსენებთ, ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა.

თავის გამოსვლაში პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს პოზიცია მისთვის დიდი პატივია.

”მადლობა მინდა ვუთხრა პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევაც არის. ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.

4–წლიანი მუშაობის შედეგების შეჯამების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დასახელება დაიწყო.

შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს, თბილისში, სპორტის სასახლეში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით მეოთხე ყრილობას მართავს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნება” დღეს ყრილობას გამართავს
‘ოცნება’ პარტიის თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა
ვინ არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები