FM97.5 / LIVE

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]

მთავარისაზოგადოება 14.05.2016
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, იქ სადაც 2008 წელს ტყის მასივის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწვა, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა 500 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დარგეს.

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]

გამწვანების აქცია სოფელ დაბაში გუშინ, 13 მაისს მოეწყო.

აქცია „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა PITA-ს“ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და „World Vision Georgia-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის“ სასკოლო კლუბების წევრების ინიციატივით მოეწყო.

ახალგაზრდებს მხარდაჭერა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ გაუწია. გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ წაღვერის ეკო კლუბის, სხვადასხვა ბიზნეს და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და სასკოლო კლუბების ახალგაზრდებმა გამწვანების მასშტაბური აქცია ერთი წლის წინ დაგეგმეს. გასული, 2015 წლის 24 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გამართულ, სამცხე-ჯავახეთის, პირველ, ახალგაზრდულ ფორუმზე ახალგაზრდებმა ამ საკითხზე იმსჯელეს და ტყის აღდგენაში თავიანთი წვლილის შეტანა გააწყვიტეს.

ამ ფორუმს, მაშინ, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტრომ სწორედ მაშინ გამოუცხადა მხარდაჭერა "გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის" საკითხებზე ახალგაზრდების მიერ წარდგენილ პროექტს.

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]

ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო
სასკოლო კლუბების ინიციატივა მათი სოფლებისთვის
სხვილისში გამწვანების აქცია მოეწყო
ახალციხეში ახალგაზრდებმა ქვეითად გადასასვლელი მოხატეს
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს
„სამცხე–ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“ ჩატარდა