FM97.5 / LIVE

ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა [R]

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 14.05.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა [R]

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ფერმერებთან, რათა ისინი საკუთარი აგრარული საქმიანობის დაზღვევის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

„მოგეხსენებათ, აგროდაზღვევის პროექტი სიახლეა, სულ ორი წელია რაც დავიწყეთ. 2016 წლისთვის გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები თანადაფინანსების ნაწილში. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის ფორმატი არის უკვე სტანდარტული, ტრადიცია, შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან სეზონის დაწყების წინ ვაჯერებთ მოსაზრებებს, გავდივართ კონსულტაციებს. შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად მიღებული ზარალის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით, ჩვენი თანამშრომლობის ფორმატში, არ ყოფილა რაიმე ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც ვერ შევძელით ერთიანი ხედვით. ჩვენთვის მთავარია იყოს მაქსიმალური მზადყოფნა იმისთვის, რომ პროექტის ბენეფიციარებმა, აგრარულ სფეროში დასაქმებულებმა სარგებელი მიიღონ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 5 სადაზღვევო კომპანიაა (ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი) ჩართული.

პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში უკვე 97 პოლისია გაცემული, საიდანაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო 100,000 ლარზე მეტი ოდენობის სადაზღვევო პრემიას აფინანსებს.

2016 წელს პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფერმერს შეუძლია 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს, თითოეული დამზღვევი 60%-ის ნაცვლად 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე -40%-ის ნაცვლად, 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას, თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

წელს აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშან, 10 მილიონ ლარს შეადგენს.

სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია პროგრამაში ჩართულ 5 სადაზღვევო კომპანიაში: ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი, არდი ჯგუფი, უნისონი.

2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

• გაცემულია 28,690 პოლისი
• დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰა
• ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი
• ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
• 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13,770,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს რეგიონებში, მათ შორის მეტი ინტენსივობით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო-ქართლში და მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

[Sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს კახელი ფერმერები გაეცნენ (R)
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს სამეგრელოში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს შიდა-ქართლში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
ანაზღაურება ზარალისთანავე - ალდაგის ახალი აგროდაზღვევა ®
თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა ®
სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევაში ჩაერთო
კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ [R]