სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს

მთავარისამართალი 13.05.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ სომხეზე ახალციხის რაიონულ სამმართველოში შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატი იკვლევს.

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 23 აპრილის ღამეს, ახალციხის რაიონულ სამმართველოში მომხდარის შესწავლა გუშინ, 12 მაისს დაიწყეს.

„ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ საქმეში ჩავერთეთ, სხვა არაფრის თქმა შეგვიძლია“, – გვითხრეს სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, 23 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შედეგადაც ვალეში მცხოვრები 24 წლის ირაკლი ხითარიშვილი დაიჭრა . იმ ღამეს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამიტომ პოლიციაში დაპირისპირებული მხარეები დასაკითხად მიიყვანეს.

ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იმ ღამეს, სამმართველოში, დაკითხვისას ისინი ცემეს. მათ „სამხრეთის კარიბჭეს“ საშუალებით შესაბამისი უწყებებისგან რეაგირება ითხოვეს. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა, პროკურატურამ ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლოს გადამეტების ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი  ადასტურებს'
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს
ქურდობებისა და პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტებზე ძიება დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება
გიორგი კაპანაძის შესაძლო ცემის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის