FM97.5 / LIVE

„შესაძლოა უნივერსიტეტი პარალიზებული აღმოჩნდეს“

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.12.2012
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დეკემბრის ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდებიან; წინააღმდეგ შეთხვევაში,ორგანიზაცია კომუნალურ გადასახადებს ვეღარ გადაიხდის და სასწავლებელი პრალიზებული აღმოჩნდება

„შესაძლოა უნივერსიტეტი პარალიზებული აღმოჩნდეს“
გარდა ამისა, ასანაძრაურებელია პერსონალის ხელფასიც.უნივერსიტეტის ასზე მეტი თანამშრომელი თითქმის ერთი თვეა კუთვნილი ხელფასის მიღებას ელის.

„წარდგენილ ბიუჯეტზე გვითხრეს რომ არასწორია და შესწორებების შეტანა მოგვიხდა. რადგან დეკემბრის თვის ბიუჯეტს ვაკეთებდით, უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ნოემბერ-დეკემბერში მისაღები თანხა, მაგრამ მოგვთხოვეს ორივე, ახალქალაქისა და ახალციხის სასწავლებლის წლიური ბიუჯეტის ერთად წარდგენა“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინა გელაშვილი.

მისი თქმით, ახალციხის სასწავლებლის წარდგენილი ბიუჯეტი 16,000, ახალქალაქისა კი 18,350 ლარი იყო. ნაცვლად აღნიშნული თანხის ჯამისა, რეორგანიზაციის შემდგომ უნივერსიტეტს წლიური ანგარიში უნდა ეჩვენებინა: „წლიური დაფინანსება ახალქალაქის სასწავლებელს 100,000 და ახალციხის უნივერსიტეტსაც 100,000 ჰქონდა. ეს კორექიტრება შევიტანეთ და ახლა ველოდებით მის ხელმოწერას“.

გელაშვილის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტი უკვე ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ და საბიუჯეტო რგოლმა გაიარა: „ახლა ბიუჯეტი რეგენტთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს და შემდგომ ხელი განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ უნდა მოაწეროს, რომელიც ამჟამად მივლინებით ამერიკაში იმყოფება“.

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე საქართველოში 21 დეკემბერს ბრუნდება.

„დამპირდნენ, რომ პარასკევს, მისი დაბრუნებისთანავე, ხელი მოეწერება ბიუჯეტს და იმ დღესვე დასკანერებულ ვერსიას გადმოგვიგზავნიან“, - ამბობს გელაშვილი.

მისივე თქმით, თუ ბიუჯეტს ხელი პარასკევს მოეწერა ,შაბათს უკვე ხელფასების გაცემა შესაძლებელი იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი დროში კვლავ გაჭიანურდება, უნივერსიტეტის პარალიზების საფრთხე დგება. კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო სასწავლებელს დენი, ინტერნეტი, წყალი და გაზი გაეთიშება.

„კერძო მოლაპარაკებებით გადავავადებინეთ გადასახადები. გვეუბნებიან, რომ შუქს ჩაგვიჭრიან, შუქი რომ გაითიშოს, მასზეა მიბმული გათბობა და ინტერნეტიც. ასე რომ, უნივერსიტეტი პარალიზებული გახდება და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - გვითხრა გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეს პრობლემები უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შემდეგ დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტი პარალიზებულია
მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
”ორხელისუფლებიანობა” ახალციხის უნივერსიტეტში