FM97.5 / LIVE

აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში დღეს ჩამოაბრძანებენ

მთავარისაზოგადოება 12.05.2016
აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლს ახალციხეში, დღეს, 12 მაისს, დღის მეორე ნახევარში ჩამოაბრძანებენ. ხატს მაცხოვრის ამაღლების ტაძარში დააბრძანებენ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ღამისთევის ლოცვები აღევლინება.

აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში დღეს ჩამოაბრძანებენ

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს რეზიდენციაში განმარტავენ, რომ აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატს ხულოს მუნიციპალიტეტიდან შემოაბრძანებენ.

„სავარაუდოდ ხატი დღის ბოლოსთვის იქნება მაცხოვრის ამაღლების ტაძარში“, – ამბობს დედა ნატალია.

აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი ახალციხეში დილამდე დარჩება. ხვალ, 13 მაისს კი ხატს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დააბრძანებენ, სადაც საზეიმო წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე აღავლენს.

საზეიმო წირვა აწყურში 10:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აწყურის ღვმთისმშობლის ხატით მსვლელობა ოფადან (თურქეთი) დაიწყო, 10 მაისს ხატი ბათუმში შეაბრძანეს,11 მაისს ხულოში, ახალციხის და აწყურის შემდეგ 13 მაისს (საღამო) ხელთუქმნელი ხატის ასლს ბორჯომში ჩააბრძანებენ. 14 მაისს ხაშურში, 15 მაისს გორში, 16 მაისს კი ხატს თბილისში, სვეტიცხოვლის სახელობის ტაძარში დააბრძანებენ.

17 მაისს 12:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და მრევლს დალოცავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo/Video]
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება
13 მაისს  აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი თბილისში შეაბრძანეს
დღეს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ
ახალციხეში ამაღლების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის ხატი  დააბრძანეს
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი აწყურის ტაძარში [Photo]