FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს

მთავარიპოლიტიკა 11.05.2016
ახალციხეში, 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის (OGP NAP) საჯარო განხილვა გაიმართა.

ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს

საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება-ის მთავარი პრინციპები იქნება, რომლის მიხედვითაც „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

სამოქმედო გეგმაზე დღეს ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
ამავე შეხვედრაზე განიხილეს ღია მმართველობის კუთხით სამცხე-ჯავახეთში არსებული პრობლემები. როგორც მონაწილეებმა განაცხადეს, ყველაზე დიდი ხარვეზი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. ადგილობრივებმა სოციალური პროექტების შესახებ არაფერი იციან, განსაკუთრებით, სოფელში მცხოვრებლებმა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, ჩაკეტილია განათლების სისტემაც, სადაც ყველაზე ხშირად პრობლემები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს,ისე მედიის წარმომადგენლებს ექმნებათ.

„ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც სკოლებში არ გვიშვებენ იმისთის, რომ განვახორციელოთ საგანმანათლებლო აქტივობები“, - ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ადგილობრივების მხრიდან გამოთქმულ ყველა შენიშვნას „ღია მმართველობის პარტნიორობა“ სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ეროვნული კოორდინატორის მარიამ თუთბერიძის თქმით, მსგავსი სახის საჯარო შეხვედრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებთან, ბიზნესმენებთან და რიგით მოქალაქეებთან გაიმართება.

„ღია მმართველობის პარტნიორობას“ მხარს USAID-ის პროექტი “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ უჭერს, რომელიც ხუთ წლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ახალციხეში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს
ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია საჯაროდ განიხილეს
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
‘კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის’ განხილვა ®