FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს საია გაუწევს

მთავარისაზოგადოება 11.05.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააკვირდება.

სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს საია გაუწევს

საია ორი მიმართულებით იმუშავებს, დააკვირდება სასამართლოს, პროკურატურის, საარჩევნო კომისიებისა და ადგილობრივი თვითმართველობების მუშაობას.

ასევე, მონიტორინგს გაუწევს ბიუჯეტის ხარჯვას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და თვითმართველობებში საკადრო ცვლილებებს, იმისათვის რომ არ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლები და გათავისუფლებები.

„ბიუჯეტის ხარჯვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ, სამცხე-ჯავახეთი ყველაზე პრობლემური რეგიონია“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღანელი ქეთევან ბებიაშვილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს: „ რათა არ მოხდეს პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მათით მანიპულირება“.

წინასაარჩევნოდ, საიას პროექტის ფარგლებში, შშმ პირების ადაპტირებულ გარემოსთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება, რისთვისაც ორი ქვეგრანტი გაიცემა. გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, გაიმართება საჯარო შეხვედრები. ასევე, იქნება უფასო იურიდიული კონსულტაციები მოქალაქეებისთვის და იმუშავებს ცხელი ხაზი, საარჩევნო საკითხებზე.

ამ აქტივობებს საია პროექტის ფარგლებში განახორციელებს. NED-ისა და USAID-ის დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია, ახალციხეში, დღეს, 11 მაისს გაიმართა.

პრეზენტაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ვფიქრობ წინასაარჩევნო პრეიოდი სამცხე-ჯავახეთში დაძაბული იქნება, მითუმეტეს ოლქების ცვლილების შემდეგ, ამიტომ, საიას მუშაობა რეგიონში მნიშვნელოვანია“, –აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მაკა სუდაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
საიას  რეკომენდაციები  პოლიტიკური პარტიებს და კანდიდატებს
სამმართველოსთან მიმდინარე აქციას საია დააკვირდება
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში
ქალები პოლიტიკაში და უმცირესობები არჩევნებში – საიას კვლევების შედეგები