FM97.5 / LIVE
'შებინდებისას ბავშვები სასეირნოდ არ გაიყვანოთ' - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

'შებინდებისას ბავშვები სასეირნოდ არ გაიყვანოთ' - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

მთავარისაზოგადოება 11.05.2016
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს, მოერიდონ საღამოს საათებში ერთ წლამდე ასაკის ბავშვების გარეთ გაყვანას.

'შებინდებისას ბავშვები სასეირნოდ არ გაიყვანოთ' - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებზე და ზაფხულთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დასრულდა ზამთრის სეზონის ვირუსები და დაიწყება ზაფხულის სეზონის დაავადებები. პაატა იმნაძემ ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება.

ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას დაფრინავს, შესაბამისად პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს ერთ წლამდე ასაკის ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანონ. ერთი წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია, ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის ცნობით, ლეიშმანიოზზე ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. მისი თქმით, კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევრიდან იწყება. გამოვლენა კი შემოდგომის ბოლოს ხდება.

პაატა იმნაძე ასევე ძაღლების პატრონებს ურჩევს ვეტერინარებთან გამოიკვლიონ აქვთ თუ არა მათ ძაღლებს ლეიშმანიოზი.

რაც შეეხება კოღოებს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფართომასშტაბიან სადეზინფექციო სამუშაოებს გეგმავენ.

პაატა იმნაძე არ ელოდება ზიკას, დენგეს და ჩიკუნგუნიას ინფექციების გავრცელებას.

რაც შეეხება ზაფხულთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საფრთხეს, ბოტულიზმს, პაატა იმნაძე ბოტულიზმის საფრთხიდან გამომდინარე მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაამზადებენ ისეთი პროდუქტების კონსერვს, რისი თერმულად დამუშავებაც გახსნის შემდეგ აღარ შეიძლება.

ბუნებაში ხშირად გასვლიდან გამომდინარე კი პაატა იმნაძე მოსახლეობას ახსენებს, რომ თუკი წყარო ვიზუალურად სუფთაა, ეს არ ნიშნავს, რომ წყარო არ შეიძლება ბაქტერიებით დაბინძურებული არ იყოს. მან მოსახლეობას ბუნებაში წყლის ბოთლის გამოყენებისკენ, ან გადადუღებული წყლის დალევისკენ მოუწოდა.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას აძლევს, მალფუჭებად პროდუქტებს უკავშირდება. პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, მალფუჭებადი პროდუქტები მაცივარში შეინახონ. სამზარეულოს დაფები უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტებისთვის ცალცალკე იქონიონ და ქუჩაში ასფალტზე დადებული საკვები პროდუქტი არ შეიძინონ.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქელეხებსა და ქორწილებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - პაატა იმნაძე
დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე: გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია
'ნუ იქმნით ხელთათმანით დაცულობის ყალბ შეგრძნებას' - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს მომართვიანობამ
‘ინფიცირებული პაციენტებიდან მაქსიმალური ასაკი 82, მინიმალური 2 წელია’ - იმნაძე