FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას თხოვს

მთავარიპოლიტიკა 11.05.2016
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება დაწესებულების რეაბილიტაცია ისე, რომ დაკმაყოფილდეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ დადგენილი სტანდარტები. ამიტომ, რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

სახალხო დამცველი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას თხოვს

2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე გაეუქმებინა N7 დაწესებულება.

სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების სრული ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება დაწესებულებაში განთავსებულ პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება და მსჯავრდებულების შესაბამისი რისკის დაწესებულებებში გადანაწილება.

ასევე იგეგმება N7 დაწესებულების სრულყოფილი რეაბილიტაცია და დაწესებულების პირველი სართულის სრული გაუქმება.ამასთან დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტის მნიშვნელოვნად შემცირება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში N7 დაწესებულებიდან უკვე განხორციელდა N6 დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულის გადაყვანა.

"დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მისი თავდაპირველი დანიშნულების (აშენდა როგორც საგამოძიებო იზოლატორი) გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მოხდება დაწესებულების რეაბილიტაცია იმგვარად, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა შეესაბამოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანდარტებს. ასე, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება", – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის სპეციალური დაწესებულება აშენდება
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენმა ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა
საპატიმრო დაწესებულებებში ვიდეო-პაემანი უფასო გახდება
ომბუდსმენი: მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი
კორონავირუსის გავრცლების რისკების გამო ციხეებში პაემნები შეიზღუდება