FM97.5 / LIVE

ერთჯერადი დახმარებებით დაფასებული ღვაწლი [ინფოგრაფიკა]

მთავარისაზოგადოება 10.05.2016
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები, მეორე მსოფლიო ომის 77 ვეტერანის ერთჯერადი დახმარებისთვის, წელს, რეგიონმა, 17.550 ლარი დახარჯა.

ერთჯერადი დახმარებებით დაფასებული ღვაწლი [ინფოგრაფიკა]
ახალციხის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები ვეტერანი. 2016 წ. 9 მაისი. ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში, ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლისთავის ღონისძიებების სცენარი თითქმის იდენტური იყო. გაიხსენეს ცოცხალი ვეტერანები, რომელთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალები, გამართეს კონცერტები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით და ომის მონაწილეებს უმასპინძლეს საზეიმო სადილზე.

გარდა ამისა, ყველა მუნიციპალიტეტმა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარებები გადასცა. თუმცა, ღონისძიებებისგან განსხვავებით, თანხის ოდენობები იდენტური არ იყო. ჯამში, რეგიონის მასშტაბით, დიდი სამამულო ომის 77 მონაწილის ერთჯერადი დახმარებისთვის, 17.550 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამ დახმარებისა, ვეტერანები ასევე ერთჯერადად, 600 ლარით დასაჩუქრდნენ წელს საქართვლოს მთავრობისგან. საქართველოს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მათთვის მედიკამენტების ვაუჩერები გაიცემა.

ერთჯერადი დახმარებებით ომის მივიწყებულ მონაწილეებს მთავრობა 9 მაისს იხსენებს. ამის გარდა, მათზე მორგებული, სხვა სახელმწიფო პროგრამების ჩამონათვალი ძალიან მწირია. ისევე როგორც, ადგილობრივი თვითმმართველობიდან დაფინანსებული პროგრამები. მეტიც, რეგიონის 7 მუნიციპალიტეტიდან ვეტერანების დახმარება მხოლოდ სამი მათგანის ადგილობრივ ბიუჯეტშია გაწერილი.

დეტალები იხილეთ ინფოგრაფიკაში




[თაკო ფეიქრიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ასპინძელი ვეტერანები გამგეობამ 250 ლარით დაასაჩუქრა
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში [R]
300 ლარი საჩუქრად გამგეობისგან ახალქალაქელ ვეტერანებს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ
ერთჯერადი დახმარებები შშმ ვეტერანებს
ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს