FM97.5 / LIVE

IDFI: 2003-2015 წლებში 11 595 სახელმწიფო ჯილდო გაიცა

მთავარისაზოგადოება 10.05.2016
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)ინფორმაციით, 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემულია 11 595 სახელმწიფო ჯილდო, საიდანაც ყველაზე მეტი - 5525 იყო ღირსების ორდენი, 2541 - ღირსების მედალი, ხოლო 1160 - მედალი მხედრული მამაცობისთვის.

IDFI: 2003-2015 წლებში 11 595 სახელმწიფო ჯილდო გაიცა
2013 წ. ოქტომბერი. საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღირსების ორდენით აჯილდოებს მაღაზია "მესხური ბრენდის" დმფუძნებელს გიორგი ნათენაძეს

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ჯილდოების გაცემის სიუხვით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები გამოირჩევა. 2012 წელს გაიცა 2681 სახელმწიფო ჯილდო, 2013 წელს კი - 1926.

მათივე ცნობით, 2013 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ უხვად გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის ისეთი ჯილდოები, რომლებიც წინა წლებში ან საერთოდ არ გაცემულა ან გაიცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. მაგალითად, 2013 წელს გაიცა 11 ეროვნული გმირის ორდენი, 30 წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, 2 დავით აღმაშენებლის ორდენი, 39 თამარ მეფის ორდენი, 157 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 20 წმინდა ნიკოლოზის ორდენი და 56 ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

IDFI: 2003-2015 წლებში 11 595 სახელმწიფო ჯილდო გაიცა

IDFI: 2003-2015 წლებში 11 595 სახელმწიფო ჯილდო გაიცა


ეროვნული გმირის ორდენი

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს ქვეყნისთვის განსაკუთრებული, გამორჩეულად გმირული საქციელის ჩადენისთვის. ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

IDFI–ს ცნობით, 2003-2015 წლებში ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ:

2004 წელი - 2 პირი - ჟიული შარტავა და ზაზა დამენია
2010 წელი - 2 პირი - ჯონ მაკკეინი და ლეხ კაჩინსკი
2013 წელი - 11 პირი - ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, გიორგი კვინიტაძე.
2015 წელი - 1 პირი - მარიამ (მარო) მაყაშვილი

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გაიცემა საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ :

2005 წელი - 1 პირი - ჯორჯ ბუში (უმცროსი)
2006 წელი - 1 პირი - ჯონ მაკკეინი
2007 წელი - 4 პირი - ირაკლი ქუთათელაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ვალდას ადამკუსი, ლეხ კაჩინსკი
2008 წელი - 11 პირი - ერეკლე კოდუა, ვლადიმერ გურგენიძე, ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი მებონია, ზურაბ ფოჩხუა, მამუკა გვასალია, ონისე ქისტაური, ავთანდილ ლომიძე, ნიკოლოზ ძებნიაური, შალვა ჯანაშვილი, გიორგი მარგიანი.
2009 წელი - 10 პირი - ვალდის ზატლერსი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიტაუტას ლანდსბერგისი, რონალდ ასმუსი, ჯონ ფრენსის ტეფტი, პეტრას ვაიტიეკუნასი, ჯოზეფ ბაიდენი, ელდარ შენგელაია, დევი ჭანკოტაძე, დავით ნაირაშვილი.
2010 წელი - 6 პირი - დავით ახალია, დავით ჩხარტიშვილი, რიჩარდ ჰოლბრუკი, ვანო ხუხუნაიშვილი, ტოომას ჰენდიკ ილვესი, მარტ ლაარი.
2011 წელი - 7 პირი - ჯოზებ ლიბერმანი, ქშიშტოფ ლისეკი, ვაცლავ ჰაველი, ნიკოლა სარკოზი, ალექსანდრე ლომაია, ანრი დე რენკური, მათიას იორში.
2012 წელი - 4 პირი - ანდრის ბერზინში, რამაზ ნიკოლაიშვილი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი კარბელაშვილი.
2013 წელი - 30 პირი, მათ შორის: დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ხეთაგური, ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი, გელა ჩარკვიანი.
2014 წელი - 25 პირი, მათ შორის: ზურაბ ჟვანია და აზა ადამია.
2015 წელი - 1 პირი - დავით სერგეენკო

დავით აღმაშენებლის ორდენი

დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისთვის.
2003-2015 წლების განმავლობაში ეს ჯილდო გაიცა მხოლოდ ორჯერ. იგი გადაეცა გიორგი უგულავასა და ლევან ვარშალომიძეს.

თამარ მეფის ორდენი

თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.
2003-2015 წლებში თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:
2011 წელი - 1 პირი (ლამარა ჭყონია)
2013 წელი - დაჯილდოვდა 39 პირი, მათ შორის: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ხატია ბუნიათაშვილი.
2015 წელი - 1 პირი (ირინე ენუქიძე).

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის.

2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ:

2010 წელი - სულ დაჯილდოვდა 55 პირი, მათ შორის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გურამ დოჩანაშვილი, ილიკო სუხიშვილი, დავით დარჩიაშვილი, როლანდ ახალაია, მამუკა ხაზარაძე, ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე, იულონ გაგოშიძე, ვლადიმერ გურგენიძე, ნიაზ დიასამიძე, ირაკლი ეზუგბაია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ეკატერინე ზღულაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო სუხიშვილი, ილია სუხიშვილი, ჯემალ ჭკუასელი.

2011 წელი - სულ დაჯილდოვდა 35 პირი, მათ შორის: იგორ კოკოშკოვი, გიორგი ნიჟარაძე, გელა ჩარკვიანი, ჯეიმს რიჩარდ დიქსონი, ნინო ქათამაძე, თამარ კოვზირიძე, სერგი კაპანაძე, რაფაელ გლუქსმანი, კახა ბაინდურაშვილი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ვიქტორ იუშენკო.

2012 წელი - სულ დაჯილდოვდა 43 პირი, მათ შორის: ზაზა კორინთელი, გიორგი უშიკიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დონალდ ტრამპი, თემურ იაკობიშვილი, ლევან ვარშალომიძე, ცეზარ ჩოჩელი.

2013 წელი - სულ დაჯილდოვდა 154 პირი, მათ შორის: აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ლიფონავა, პავლე კუბლაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელდარ შენგელაია, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ბაიარ შაჰინი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, სერჟ სარგსიანი, ალმაზბეკ ატამბაევი, ისლამ კარიმოვი, მეჰრიბან ალიევა, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, ზურაბ დარჩიაშვილი, იაკობ ზაქარეიშვილი, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე კვიტაშვილი.

2014 წელი - სულ დაჯილდოვდა 4 პირი - ლავრენტი მანაგაძე, შეიხ-ულ-ისლამ გაჯი ალაჰშუქურ ფაშა-ზადე, ჯამლეტ ხუხაშვილი, რომან შაქარიშვილი.
2015 წელი - სულ დაჯილდოვდა 5 პირი - გივი მარგველაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, მიხაილ იაკობუს ლენტცე, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე, ნოდარ ცინცაძე.


ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.
ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის.
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:
2003 წელი - ჯონი ფირცხალაიშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
2004 წელი - მამია ალასანია
2005 წელი- 25 პირი, მათ შორის: დავით ზურაბაშვილი, თემურ ირემაშვილი, მერაბ ნიქაბაძე.
2006 წელი - ირაკლი ქადაგიძე
2007 წელი - 7 პირი
2008 წელი - 43 პირი, მათ შორის: თენგიზ გუნავა, გიორგი გრიგალაშვილი, რომან შამათავა .
2009 წელი - 45 პირი, მათ შორის: გიორგი ანწუხელიძე, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ტაბიძე, სოსო ღვინიაშვილი.
2010 წელი - 39 პირი, მათ შორის: ზაზა ჭაია, თენგიზ გუნავა, კოხტა კოდუა, ლევან ქარდავა, გიორგი კალანდაძე.
2011 წელი - 25 პირი
2012 წელი - 14 პირი
2013 წელი - 57 პირი, მათ შორის: გიორგი ბოკერია, ნიკოლოზ რურუა, გიორგი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გელა ბეჟუაშვილი, ლეონიდ კუჩმა, თეიმურაზ ჯანაშია.
2014 წელი - 37 პირი
2015 წელი - 1 პირი

ჯილდოები, რომლებიც კითხვებს ბადებს

როგორც IDFI–ში ამბობენ, გარკვეულ კითხვებს ბადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემული ზოგიერთი ჯილდო.

მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ორდენის საპატიო ჯილდოთი 2010 წელს დაჯილდოვდნენ პირები, რომლებიც დღეის მდგომაროებით გასამართლებულნი ან ძებნილნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული ჯილდო 2010 წელს მიიღო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან ქარდავამ და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ კოხტა კოდუამ. 2014 წელს ლევან ქარდავას სასამართლოს გადაწყვეტილებით განზრახ მკვლელობისთვის შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კოხტა კოდუას დაკავებულების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სახელმწიფო ჯილდოების გაცემის წესი

საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები. დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ჯილდოები და ორდენები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები, რომლებთან ერთად ასევე გაიცემა გარკვეული ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემია:

IDFI: 2003-2015 წლებში 11 595 სახელმწიფო ჯილდო გაიცა


სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის წესი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით დაჯილდოებულს ჩამოართვას სახელმწიფო ჯილდო. ჯილდოს ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელი ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევებს ვხვდებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მაგალითად, 2004 წლის 23 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გენერალ რომან დუმბაძეს, რომელსაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო ღალატში, ჩამოერთვა მისთვის წარსულში გადაცემული სახელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2013-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯილდოს ჩამორთმევის უფლებით არ უსარგებლია.

[ნინო ნარმანიშვილი, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ღირსების ორდენი გადაეცათ
რით იყო გამორჩეული დევნილებისთვის 2014 წელი
გარდაცვლილი ირინე ენუქიძე პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
13 ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით, „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა
დღეს პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა
მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა
საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა