FM97.5 / LIVE

ARMY CARD – ბარათი თავდაცვის უწყების ყველა თანამშრომლისთვის [R]

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 10.05.2016
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი იწყება. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება.

ARMY CARD – ბარათი თავდაცვის უწყების ყველა თანამშრომლისთვის [R]

მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.

პროექტის იდეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი მის ერთ-ერთ თანამშრომელს, რეზი სეხნიაშვილს ეკუთვნის, "საქართველოს ბანკის" აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება. "საქართველოს ბანკი" თავდაცვის სამინისტროს იდეას გამოეხმაურა და პროექტის რეალიზებისთვის საუკეთესო სამოქმედო გეგმა წარადგინა.

5 მაისს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს "საქართველოს ბანკს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სს "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ მოაწერეს ხელი.

ახალი პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო "საქართველოს ბანკს", ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ.

"ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები – ARMY CARD შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით – „მადლობა სამსახურისთვის. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას", – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს ბანკმა თავდაცვის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა და მათი მეუღლეებისთვის სპეციალური ბარათი – ARMY CARD შექმნა. ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. ამასთან, შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. ბარათით გადახდისას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები (ყოველი გადახდისას გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back-ის სახით უკან დაუბრუნდებათ) წინასწარ შერჩეულ და მუდმივად განახლებად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბარათის მფლობელი "საქართველოს ბანკისგან" თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას გადახდის მომენტისას მიიღებს. ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობება.

ARMY CARD გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, რადგან ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ. დაგეგმილია პროექტ Army Junior-ის განხორციელებაც. ეს იქნება ბარათი შვილებისთვის, რომელზეც თემატურ საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში სპეციალური პირობები გავრცელდება.

პროექტში ჩართულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია და მათი მონაწილეობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აფასებს საზოგადოება სამხედრო მოსამსახურეების წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

[sknews.ge]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

მადლობა ერთგულებისთვის ბიზნესკომპანიებს [R]
ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ [R]
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ  თინათინ ხიდაშელთან [R]
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]
ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება