FM97.5 / LIVE

ბორჯომსა და ბაკურიანში რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა

მთავარისაზოგადოება 10.05.2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ექვსს მუნიციპალიტეტში კერძო და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოაცხადა.

ბორჯომსა და ბაკურიანში რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა

კომისიის გადაწყვეტილებით ორი კერძო საერთო და ორიც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსები გამოცხადდა შემდეგ ქალაქებსა და დაბებში:

ქ. ბორჯომში FM 103.9-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 6 075 ლარის ოდენობით განისაზღვრა;

დაბა ბაკურიანში FM 90.7-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 4 252 ლარის და 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა;

ქ. იგოეთი FM 93.7-ზე კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 5 163 ლარის და 75 თეთრის ოდენობით განისაზღვრა;

ქ. ხაშური FM 98.6-ზე კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 5 163 ლარის და 75 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

კომისიის გადაწყვეტილებით ორი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცეზნიის გასაცემად კონკურსები გამოცხადდა შემდეგ ქალაქებში:

ü ქ. გორი FM 97.8-ზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 6 075 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ა(ა)იპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას” განცხადებაში აღნიშნულია, რომ რადიო მოემსახურება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებს, რომელთა წარმომადგენლებიც ჩართულნი იქნებიან მაუწყებლობის პროცესში, ასევე რადიო საშუალებას მისცემს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდული და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავე მუშაკთა თემის წარმომადგენლებს აქტუალურ საკითხებზე მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარ თემს.

ქ. მარნეულში FM 96.9-ზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 4 252 ლარის და 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

ა(ა)იპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” განცხადებაშია აღნიშნულია, რომ რადიო მოემსახურება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ თემს, რომელთა წარმომადგენლებიც ჩართული იქნებიან მაუწყებლობის პროცესში.

ექვსივე კონკურსზე განაცხადების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათამდე იწარმოებს. მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2016 წლის 9 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის ხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტი კომისიონერებს, კონკურსანტებს და დამსწრე საზოგადოებას კონკურსანტების სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე დასკვნას წარუდგენს 2016 წლის 8 ივლისს 13:00 საათზე ჩატარდება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, რომელზეც კომისიონერები გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენენ 2016 წლის 14 ივლისს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

კონკურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

[sknews.ge]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სარწყავი წყლით სარგებლობის საფასური განისაზღვრა
თებერვლიდან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური მცირდება
რატომ არის საჭირო სათემო რადიო? [Video]
ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
ახალციხის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა ®
112-ის მომსახურების საფასური იზრდება
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება