FM97.5 / LIVE

შეუძლებელია, სასულიერო პირმა სულიერი შვილები განასხვავო, განურჩევლად სქესისა, ტრადიციებისა და აღმსარებლობისა [R]

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 10.05.2016
"ყველა მრწამსის ჯარისკაცი ჩემი სულიერი შვილია, ნათელი ვაჟკაცები... ყველას გულში ვიკრავ და ვეფერები", – ინტერვიუ მამა დავითთან – კაპელანი.

შეუძლებელია, სასულიერო პირმა   სულიერი შვილები განასხვავო, განურჩევლად სქესისა, ტრადიციებისა და აღმსარებლობისა [R]

– როგორია კაპელანის ტრადიცია ქართულ ჯარში და რას გულისხმობს?

მამა დავითი: ეს არის სასულიერო პირი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებში სასულიერო მოღვაწეობას ეწევა. სიტყვა კაპელანი უცხოდ კი ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდა ოდითგანვე – მოძღვარი, მღვდელი, სასულიერო პირი, რომელიც ჯარს ახლავს საბრძოლო ოპერაციებში ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. ეს ტრადიცია ყოველთვის იყო.

ქრისტიანობამ გაიარა ბეწვის ხიდზე და იარაღისა და სულიერების ერთობლივ ჭიდილში შუალედური ფორმა კარგად მონახა. ჯარისკაცებმა, რომლებიც რთულ, ფორსმაჟორულ, ფსიქოლოგიურად მძიმე სიტუაციაში არიან, უნდა მიიღონ სულიერი საზრდო, უპირველეს ყოვლისა, როგორც მორწმუნეებმა და შემდგომში, როგორც ადამიანებმა, როგორც მეომრებმა. აუცილებელია, მეომარი მომზადდეს იმისთვის, რომ მან მტკიცედ დაიცვას თავისი ქვეყანა, იარაღი ეჭიროს ხელში და ჰქონდეს ფსიქოლოგიური მზაობა. როდესაც ადამიანი საომარი პერიპეტიებიდან გამოვა, აუცილებელია განიტვირთოს ფსიქოლოგიური სტრესებისგან და მოხდეს მისი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია. კაპელანების აუცილებლობა მრავალმა ომმა დაამტკიცა. იყო „ავღანეთის სინდრომი, ვიეტნამის სინდრომი“ – ომგამოვლილ ჯარისკაცებს უჭირდათ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ისტორიული ფაქტია, რომ მარაბდის ომში მრავალი ბერი დაიღუპა, რომლებიც მძიმე ჟამს სამშობლოს სამსახურში იდგნენ – ლოცვითაც და ხმლითაც. დღეს ბრძოლაში ჩვენი უშუალო ჩართვა აუცილებელი აღარ არის. გამომდინარე ჩვენი ჰუმანური მისიიდან, – თუ საჭირო გახდება, მედიატორის როლი უნდა შევასრულოთ. დღეს ჩვენი იარაღი ჯვარია, ჩვენი გარეგანი ზნეობრივი სახე. თუმცა, სადაც არიან სულიერი შვილები, იქ არის სულიერი მოძღვარიც, განურჩევლად დისლოკაციის ადგილისა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, სამშვიდობო მისიებში ჩვენ ჩვენს ფუნქციას ფართო ფორმატით აღვასრულებთ, ჩართული ვართ მისიის მონაწილე ჯარისკაცების სულიერ, ფსიქოლოგიურ თუ სახელმწიფოებრივ მომზადებაში.

– კაპელანის ისტორიული ტრადიცია როგორია?

მამა დავითი: ჩვენი ქვეყნის ისტორია გადახლართულია ომებთან, ამ ისტორიაში ვერ ნახავთ მონაკვეთს, ეკლესიას მჭიდრო კავშირი არ ჰქონოდა საზოგადოებასთან ან ერი და საზოგადოება არ მონაწილეობდეს სასულიერო ცხოვრებაში – ჩვენთვის ეს ერთობლიობაა.

ამერიკას კაპელანთა ინსტიტუტის საკუთარი ტრადიცია აქვს, ბუდისტური ტრადიცია ცოტა განსხვავებულია, ებრაული ტრადიციაც სხვაა. ჩვენ, ჩვენი ტრადიცია გავითვალისწინეთ. ავიღეთ შუალედური ინსტიტუტი, რომელიც არა სტრუქტურულ, არამედ ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაშია. ჩვენ სამხედრო ფორმა არ გვაცვია, არ გვაქვს სამხედრო წოდებები, მაგრამ ვართ იქ, სადაც არის შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული ნაწილი. გადაადგილდება შეიარაღებული ძალები – გადავადგილდებით ჩვენც. ორჯერ გაფორმდა მემორანდუმი, სადაც ფართოდ არის გაწერილი თანამშრომლობის კუთხეები ჯარსა და საეკლესიო ერთეულს შორის.

– რამდენი კაპელანი ჰყავს ქართულ არმიას?

მამა დავითი: ჩვენ მოვიცავთ მთელ საქართველოს. ყველა მსხვილ გაერთიანებებში, ბრიგადებისა და ცალკეული ბატალიონების დონეზე – სარდლობებშიც, საბოლოო ჯამში 31 მოძღვარი მოღვაწეობს შეიარაღებულ ძალებში. თითოეულს 4000-4500 ჯარისკაცთან უწევს კომუნიკაცია.

– როგორია რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობის პროცესი?

მამა დავითი: სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს მოძღვრებს, მოდით, რელიგიურ უმცირესობებთან იმ თემაზე ვისაუბროთ, რაც გვაერთიანებს, რა საერთოც გვაქვს და არა იმაზე, რაც გვყოფს. თუ სარწმუნოება გვყოფს, მოდით, სამშობლოზე ვილაპარაკოთ. სამშობლო გვაერთიანებს: ერთი მიწა, ერთი წარმომავლობა. ისინიც ჩემი სულიერი შვილები არიან. მე ხომ კაპელანი ვარ, ამიტომ ვალდებული ვარ, ისინი სულიერად გავაძლიერო – ქრისტიანი იქნება, მუსლიმანი თუ სხვა.

ყველა მრწამსის ჯარისკაცი ჩემი სულიერი შვილია, ნათელი ვაჟკაცები... ყველას გულში ვიკრავ და ვეფერები. შეუძლებელია სასულიერო პირმა შვილები განასხვავო – განურჩევლად სქესისა, ტრადიციებისა და აღმსარებლობისა. სიყვარული გვაერთიანებს.

[sknews.ge]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ
ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]
"ჩემი შვილები ამაყობენ რომ მამა ჯარისკაცი ჰყავთ" [R]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
ქართველები  ავღანეთის “ცხელ მიწაზე”
13 სასულიერო პირი აქტიურ ლიტურგიულ ცხოვრებაზე დროებით უარს ამბობს