FM97.5 / LIVE

”სამშობლო, რომელიც შორია”

მთავარისაზოგადოება 19.12.2012
მოქალაქეობის არქონა, განათლების პრობლემები, ხელმიუწვდომელი სახელმწიფო პროგრამები, ენის არცოდნით გამოწვეული ბარიერები და ა.შ.- ახალციხეში მუსლიმანი მესხების პრობლემებზე იმსჯელეს

”სამშობლო, რომელიც შორია”
დისკუსია დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით, ”სამშობლო, რომელიც შორია” პრემიერას მოჰყვა.

პრემიერა დღეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა და მას არამხოლოდ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ თავად ფილმის გმირები, - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმანი მესხებიც ესწრებოდნენ.

40-წუთიან დოკუმენტურ ფილმში, მუსლიმანი მესხების ისტორიული წარსული და დღევანდელობაა ასახული: დეპორტაცია, - სტალინის ბრძანება და ერთ ღამეში დაცლილი სამცხე-ჯავახეთის 220 სოფელი; ცხოვრება შორეულ და უცხო მხარეში; წინაპრების ოცნებად ქცეული სურვილი - დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში და სამშობლო - სადაც დაბრუნებულებს არაერთი პრობლემა ხვდებათ.
დოკუმენტური ფილმი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ დაკვეთით მომზადდა. ფილმის სცენარის ავტორი მარინე გერმანიშვილი, დამდგმელი რეჟისორი კი სანდრო ვახტანგოვია.

ფილმის გმირები ისხენებენ წინაპრების მონათხრობს, როგორ აყარეს ოჯახებიდან ერთ ღამეში და სატვირთო მატარებლით გაამგაზვრეს შორეულ შუა აზიაში; როგორ ცხოვრობდნენ ათეული წლები გადასახლებაში; როგორ დაკარგეს ნელ-ნელა ენა და ტრადიციები და რატომ ოცნებობდნენ სამშობლოში დაბრუნებაზე. ისტორიკოსები აანალიზებენ მომხდარს და აქვე მაყურებელს უხსნიან, ვინ და რატომ უწოდა ამ ადამიანებს ”თურქი-მესხი”.

ოზურგეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ოჯახები გვიყვებიან რა დაბრკოლებები შეხვდათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულებს. რატომ ვერ იღებენ წლებია საქართველოს მოქალაქეობას, რაში უშლით ხელს მოქალაქეობისა და სტატუსის არქონა; რას ითხოვენ და რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს.

ყველა ამ პრობლემის შესახებ ვრცლად ისაუბრეს დამსწრეებმა პრემიერის შემდეგ გამართულ დისკუსიაზეც.
ფილმის სცენები გადაღებულია თბილისში - გლდანის საერთო საცხოვრებელში, ოკუპაციის მუზეუმში, ოზურგეთში - ნასაკირალში, სამცხე-ჯავახეთში და აზერბაიჯანში.

დოკუმენტური ფილმი პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში მომზადდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს
დოკუმენტური ფილმის „რა ვიცი...“ ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხის ციხეში დოკუმენტური ფილმის სცენებს იღებენ
ახალციხეში მუსლიმ მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში