FM97.5 / LIVE

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

მთავარისაზოგადოება 09.05.2016
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა "ხსოვნის მსვლელობა" მოაწყეს, – ქუჩაში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი მამებისა და ბაბუების ფოტოებით გამოვიდნენ

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით, ნინოწმინდაში 9 მაისს მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ყველა ადამიანი გაიხსენეს. ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი წინაპრების ფოტოებით მსვლელობა მოაწყეს და საბოლოოდ, გარდაცვლილთა მემორიალთან შეიკრიბნენ.

ამჯამად ნინოწმინდაში მეორე მსოფლიო ომის 4 ვეტერანი ცხოვრობს. ტრადიციულად, მკერდზე მიმაგრებული, მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მიღებული ჯილდოებით, მემორიალთან ოთხივე მათგანიც მივიდა.

ვეტერაებთან ერთად, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით, ნინოწმინდის გამგეობამ ომის ვეტერანებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარი გადასცა.

სხვა ვეტერანების მსგავსად, ნინოწმინდაში მცხოვრები ვეტერანები სახელმწიფოსგან საჩუქრად 600 ლარს მიიღებენ, მარჩენალ დაკარგული ოჯახები კი 300–ს. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ.

რადიო "ნორის" ფოტოები

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საიუბილეო მედლით დაჯილდოვდებიან
‘უკვდავი პოლკის’  მსვლელობა ნინოწმინდაში [ფოტო/ვიდეო]
ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]