FM97.5 / LIVE

აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება

მთავარისაზოგადოება 09.05.2016
აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლით ოფადან (თურქეთი) – თბილისამდე მორიგი მსვლელობა გაიმართება. ხატს აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 12 მაისს ჩამოაბრძანებენ.

აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება
საზეიმო მსვლელობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

10 მაისი – ოფადან შემოსვლა ბათუმში.
10 მაისი (საღამო) – 11 მაისი – ბათუმი.
11 მაისი (საღამო) – 12 მაისი – ხულო.
12 მაისი (საღამო) – 13 მაისი – აწყური.
13 მაისი (საღამო) – 14 მაისი – ბორჯომი.
14 მაისი (საღამო) – 15 მაისი – ხაშური.
15 მაისი (საღამო) – 16 მაისი – გორი.
16 მაისი (საღამო) – 17 მაისი – სვეტიცხოველი.

17 მაისს ხატს გადმოაბრძანებენ თბილისში და 12:00-ზე მსვლელობა დაიწყება ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და ხალხს დალოცავს.

აწყურის ღვთისმშობლის სახელით ცნობილი ხატი ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

შეგახსენებთ, რომ აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლით საზეიმო მსვლელობა პირველად 2015 წლის, 10-17 მაისს, ტრაპზონიდან თბილისამდე გაიმართა. ხატი ახალციხეში 12 მაისს, ამაღლების სახელობის ტაძარში ჩამოაბრძანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ლოცვა მიმდინარეობდა.

მეორე დღეს, კი 13 მაისს აწყურში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ჩააბრძანეს, სადაც, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი აღავლინა.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –17 გრადუსამდე დაეცემა

19.01.2020 პატრიარქი: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს

19.01.2020 ახალციხეში ნათლისღება აღნიშნეს [ფოტო]

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში დღეს ჩამოაბრძანებენ
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo/Video]
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი თბილისში შეაბრძანეს
პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა
13 მაისს  აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo]
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა