FM97.5 / LIVE

არჩევნების შემდგომ [Video]

მთავარიპოლიტიკა 18.12.2012
რამდენად ღიად საუბრობს მოსახლეობა პრობლემებზე; შეიცვალა თუ არა მდგომარეობა არჩევნების შემდეგ; რას ამბობენ არასამთავრობოები და რა აჩვენა ”სამხრეთის კარიბჭეს” ექსპერიმენტმა

არჩევნების შემდგომ [Video]
შორენა სურმანიძე წლებია ადგილობრივ ტელეკომპანია ”მე–9 არხში” მუშაობს. ამბობს, რომ ქუჩაში მოსახლეობის გამოკითხვა ყოველთვის პრობლემა იყო: „ხალხი კამერებთან ურთიერთობას გაურბის, კამერის მიღმა თავისუფლად საუბრობენ პრობლემებზე, თუმცა საჯაროდ საუბარს ერიდებიან“.

მისი დაკვირვებით ამ მხრივ მდგომარეობა არც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეცვლილა: ”ვფიქრობდი, რომ ეს ვითარება არჩევნების შემდეგ ნაწილობრივ შეიცვლებოდა და ხალხთან მუშაობა გამიადვილდებოდა, თუმცა ხალხი კვლავ ჩაკეტილია“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირში“ ამბობენ, რომ ხალხი აქამდეც გახსნილად საუბრობდა პრობლემებზე. პროექტ ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” მედია-კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე ამბობს, რომ საზოგადოების გააქტურების კუთხით დიდი ცვლილება არ შეიმჩნევა: ”ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით ხალხი არჩევნებამდეც ღიად საუბრობდა და არჩევნების შემდეგაც. ჩვენს პროექტებში ხალხი ყოველთვისაა ჩართული და თავისუფლად საუბრობენ პრობლემებზე“.

ადმაიანის უფლებების კუთხით მომუშავე მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ დირექტორი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ”საზოგადოებაში დაძაბულობა მოიხსნა, უფრო თავისუფლად საუბრობენ პრობლემებზე. ჩვენ ვმუშაობთ პრობაციონერების საკითხებზე და არჩევნების შემდეგ ისინი ისეთ საკითხებზე ალაპარაკდნენ, რაზე საუბარიც არჩევნებამდე უჭირდათ.
ამ კუთხით პროგრესი ნამდვილად არის.“

აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია. კითხვაზე - რა შეიცვალა საზოგადოებაში არჩევნების შემდეგ, რამდენად ღიად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე და რამდენად დაძლია საზოგადოებამ შიში, მოქალაქეების უმრავლესობა პასუხს გაურბის. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ზოგადად კამერასთან საუბარს გაურბიან და უარს იქამდე გეუბნებიან, ვიდრე კითხვას ბოლომდე დასვამ.

გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ჯერჯერობით საზოგადოებას გააქტიურება არ ემჩნევა.

„მე ნაკლებად ვარ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რასაც ვამჩნევ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა“,- გვეუბნება ახალციხეში მცხოვრები ეკა შიუკაშვილი.

ზოია ადამია კი ამბობს, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად შეიმჩნევა: ”ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ საზოგადოება მეტად გააქტიურდა. ხალხი უფრო ღიად საუბრობს”.

რამდენად გაიხსნა და გააქტიურდა საზოგადოება და რა რეაქცია აქვთ კამერის დანახვისას, - ”სამხრეთის კარიბჭემ” ქუჩაში მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა. ჩვენ ქუჩაში პირველი შემხვედრი 20 ადამიანი გადავიღეთ. ვინ როგორ შეხვდა ჩვენს ექსპერიმენტს და ვინ რა გვიპასუხა კითხვაზე, რა შეიცვალა საზოგადოებაში არჩევნების შემდეგ, ამას ვიდეორგოლში იხილავთ. ყველა იმ ადამიანმა, ვინც პასუხის გაცემაზე უარი გვითხრა, ცხადია არც საკუთარი ვინაობა გაგვიმხილა.



[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს
ნინოწმინდაში ოპოზიციაში კვლავ „ოცნებას“ მოიაზრებენ
არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი ამოქმედდება
2012 წლის არჩევნების შემდეგ, უმცირესობათა დასახლებებში ‘უკეთეს მდგომარეობაში’ მხოლოდ 8%–ია
გელა დემეტრაძე: ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს”
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში