FM97.5 / LIVE

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 07.05.2016
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლის ნიმუშების კვლევა დაიწყო.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) სამცხე–ჯავახეთში მიმდინარეობს. რეგიონში 60 ათასამდე პირუტყვის კვლევა იგეგმება.

სერომონიტორინგი ჩატარდება ასევე ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. მიმდინარე წელს 200 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების კვლევაა დაგეგმილი, რის შემდეგაც მომდევნო წელს ჯანმრთელ პირუტყვს ჩაუტარდება ვაქცინაცია.

2015 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს თბილისის შემოგარენ სოფლებში, კახეთსა და აჭარაში. აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე წელს ჩატარდება ვაქცინაცია.

ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებასა და მის ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით ან მისგან მიღებული პროდუქტით. ბრუცელოზი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. დაავადებული ცხოველი უნდა დაიკლას, აკრძალულია მის მიერ წარმოებული რძის პროდუქტების სასურსათოდ გამოყენება.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს