FM97.5 / LIVE

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი FAO-ს რეგიონულ კონფერენციას ესწრება [R]

მთავარირეკლამა 06.05.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის 30-ე სესიას ესწრება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი FAO-ს რეგიონულ კონფერენციას ესწრება [R]
ღონისძიება 4-6 მაისს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მინისტრის პატრონაჟით იმართება. სესიაში მონაწილეობს ევროპის და ცენტრალური აზრიის რეგიონის FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

სესიის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა, სადაც სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების მხარდასაჭერად, ათასწლეულის გამოწვევის მიზნების შესრულებისთვის FAO-ს წევრი სახელმწიფოების მთვარობების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხელეს.

"კონფერენციის ძირითად მიზანს, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მცირე ფერმერთა მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ბიომრაფალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით, 2016-2017 წლების თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერნეციის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, გრაციანო და სილვასთან.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა FAO-ს გენერალურ დირექტორს ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს საქართველოს ოფისს სამინისტროს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის.

,,სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია FAO-ს ტექნიკური დახმარება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითართებისთვის“ (ENPARD) პროგრამის მეორე ფაზის შესაბამისად, სოფლად განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, სადაც FAO-ს ექსპერტთა ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამაზე. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანდაცვის, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და მიკვლევადობის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს დაგეგმილი რეფორმების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე FAO-ს გენერალური დირექტორი გრაციანო და სილვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდამჭერი პროქტების და სოფლად განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ FAO მიესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულ პროგრესს.

"ბერლინში, გამოფენის "მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე იდგა. მისასალმებელია, რომ დღეს სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი. თქვენ გაქვთ სწორი ხედვა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია FAO-ს პრიორიტეტებთან და მიზნებთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და გვჯერა, რომ ათასწლეულის გამოწვევის მიზნები მიღწეული იქნება. შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, უსაფრთხო და უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველყოფას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას”, - აღნიშნა გრაციანო და სილვამ.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა [R]
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა
აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს[R]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა [R]