FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 18.12.2012
გახსნიდან ხუთი თვის შემდეგ, ახალციხის ციხეში ცნობილმა ბრენდებმა მაღაზიები დაკეტეს

ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა
”სვოჩი”, ”აქსესორაიზი”, ”ბენეტონი”, ”მექსსი”, ”პიერ კარდენი”, ”პუმა”, ”დიზელი” - ამ ბრენდების მაღაზიები ორი დღის წინ დაიკეტა. მუშაობას მხოლოდ ”ტომ ტეილორის”, ”სელიოსა” და ”დიპამის” მაღაზიები აგრძელებენ.

დაკეტილი მაღაზიების თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბოლო ორი თვის ანაზღაურება არ აუღიათ. ამიტომ, სამსახურიდან წამოვიდნენ. როდის აუნაზღაურებენ დავალიანებას და კვლავ გაიხსნება თუ არა მაღაზიები, არ იციან.

ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა მყიდველის სიმცირეზე ციხის ტერიტორიაზე არსებული სხვა მაღაზიების თანამშრომლებიც საუბრობენ.

”ხელფასი 300 ლარი გვაქვს და დამატებით ბონუსებს ამ თვეში ველოდებით. სეზონზე კარგი ვაჭრობა გვქონდა, ახლა ცოტა მოიკლო. ყოფილა დღე, როცა არაფერი გაგვიყიდია, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ”, - ამბობს მაღაზია ”ზარაფხანას” გამყიდველი ნინო ქიმერიძე.

ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა შპს ”რაბათი 2012” დირექტორი აშოტ ტონაკანიანი მაღაზიების დროებით დაკეტვის მიზეზად კლიენტების სიმცირეს ასახელებს.

”ზამთარია და ციხეს ცოტა ხალხი სტუმრობს, ამიტომ, დროებით დაიკეტა მაღაზიები”, - განუცხადა ტონაკანიანმა ”სამხრეთის კარიბჭეს” სატელეფონო საუბარში.

ეს ციხის ტერიტორიაზე მაღაზიების დაკეტვის პირველი შემთხვევა არ არის. ახალციხის ციხის თანამშრომლების თქმით, კლიენტების სიმცირის გამო ოქტომბრიდან ღვინის მაღაზია ”მეღვინეობა ხარებაც” დაიკეტა.

ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება
სამი წელი ახალციხის ციხის გახსნიდან
მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’
ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს


მზადება გრანდიოზული  გახსნისთვის