FM97.5 / LIVE

საია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესი დისკრიმინაციულია

მთავარისაზოგადოება 04.05.2016
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

საია მიიჩნევს, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესი დისკრიმინაციულია

საია საკონსტიტუციო სასამართლოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით მიმართავს. მოსარჩელე ასაჩივრებს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს მუსლიმური, ებრაული, სომხური და რომაულ-კათოლიკური თემისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებას.

„აღნიშნული დადგენილება მუსლიმთა ორი რელიგიური ჯგუფისაგან - შიიტებისა და სუნიტებისაგან - ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, – განმარტავენ საიაში.

საიას მიაჩნია, რომ მეშვიდე საუკუნიდან გაყოფილი ორი მუსლიმური მიმდინარეობისათვის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაფინანსებაზე უარის თქმა, წარმოადგენს რწმენის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას: „საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია გაერთიანების თავისუფლება, ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლით რწმენის თავისუფლება. ეს ორი კონსტიტუციური დებულება იცავს ადამიანის უფლებას, იძულებით არ გაერთიანდეს საწინააღმდეგო მრწამსის მქონე ჯგუფთან“.

საიას ასევე მიაჩნია, რომ ქრისტიანულ ჯგუფებთან შედარებით, მუსლიმური ჯგუფის მიმართ ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ მოპყრობას: „ მთავრობის დადგენილება არ ავალდებულებს დაფინანსების მისაღებად სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, მაშინ როდესაც სომხური და კათოლიკური ეკლესია ისეთივე სქიზმაში (განხეთქილებაში) იმყოფებიან ერთმანეთთან, როგორც შიიტები და სუნიტები. სომხურ და კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანების გარეშე შეუძლია დაფინანსების მიღება, მაშინ როცა სუნიტებმა და შიიტებმა საერთო საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან წარმომადგენლობითი საბჭო უნდა შექმნან“.

მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, რომელიც შექმნილია საქართველოს შიიტი მუსლიმი მოქალაქეების მიერ. წესდების თანახმად, "სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა რელიგიური ინსტიტუტების გამაერთიანებელ ადგილობრივ დამოუკიდებელ უმაღლეს სასულიერო ცენტრს. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა მოსარჩელეს დაფინანსების მიღების მიზნით სთხოვს სუნიტურ ორგანიზაციასთან ერთად ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას.

საია მიიჩნევს, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესი დისკრიმინაციულია

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
ოთხ რელიგიურ კონფესიას დაფინანსება გაუორმაგდა
სამმართველოს შენობაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი შევიდა
TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება