FM97.5 / LIVE

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

მთავარისაზოგადოება 04.05.2016
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 30 აპრილს 25 წელი შეუსრულდა. “საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალად ფასდება”, -ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 1990 წლიდან იწყება. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, სწორედ, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

„ქვეყანას ისტორიის მოკლე პერიოდში რამდენჯერმე მოუხდა თავისი შეიარაღებული ძალების ომში გამოცდა. ქართული ქვედანაყოფები თავდადებით იბრძოდნენ 1992-1993, 2004 და 2008 წლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. რამდენიმე ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას“, – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. 1996 წლიდან საქართველო მასპინძლობს „ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩაერთო. 2014 წლის ზაფხულში აღნიშნულმა ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასება და ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს გადის.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, უელსის სამიტის ფარგლებში საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი მიიღო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას, აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამაღლებს ნატოსთან თავსებადობას.

„არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში 2015 წელს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაარსდა, სადაც საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის წვრთნები ჩატარდება.

ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 25 წლის განმავლობაშია გაიარა. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალად ფასდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროს ფოტოები

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ქართულ ჯარს 26 წელი შეუსრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
JTEC -ახალი ფაზა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]