სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რამდენი ადგილი დარჩა პირველკლასელებისთვის ახალციხის სკოლებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.05.2016
ქალაქ ახალციხის 7 საჯარო და 1 კერძო სკოლა, 2016–2017 სასწავლო წელს, 502 პირველკლასელს მიღებს. ამ ეტაპზე სკოლებში თავისუფალი 352 ადგილია.

რამდენი ადგილი დარჩა პირველკლასელებისთვის ახალციხის სკოლებში

ახალციხის 7 საჯარო და 1 კერძო სკოლაში, პირველ ეტაპზე 160 პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდნენ ისინი, ვისი და-ძმაც სწავლობს სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

ამ ეტაპზე 502–დან 352 ადგილია თავისუფალი.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს განსაზღვრული და თავისუფალი ადგილების მიხედვით:

ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა – 150 ადგილი , დარჩენილია – 121;
ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლა – 100 ადგილი, დარჩენილია 91;
ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლა – 60 ადგილი, დარჩენილია 42;
ქალაქ ახალციხის N4 საჯარო სკოლა – 4 ადგილი, დარჩენილია 3;
ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა – 150 ადგილი, დარჩენილია 81;
ქალაქ ახალციხის N6 საჯარო სკოლა – 25 ადგილი, დარჩენილია 11;
ქალაქ ახალციხის N7 საჯარო სკოლა – 3 ადგილი, დარჩენილია 3;
კერძო სკოლა „მზექა“ – 10 ადგილი, დარჩენილია 0;

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი 4 აპრილიდან 18 აპრილამდე იყო, ხოლო მესამე ეტაპი 14 ივნისიდან – 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

ამ ბმულზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ რამდენი ადგილია დარჩენილი სასურველ სკოლაში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის
რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა  ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია