FM97.5 / LIVE

საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა

მთავარიეკონომიკა 03.05.2016
საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3,2% შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,0 პროცენტით გაიზარდა.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.


საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,23 პროცენტული პუნქტით აისახა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ფასების შემცირებით შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6,0 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-2,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-7,2 პროცენტი);

ფასების 1,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც 0,10 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2,5 პროცენტი).


სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2016 წლის აპრილის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.


საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა


როგორც საქსტატის ანგარიშში ვკითხულობთ, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,89 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (22,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად მომატებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (10,2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (14,9 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (7,8 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,3 პროცენტი);

ფასები 6,1 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-15,7 პროცენტი). ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).

საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა


საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქსტატი: მაისში ფასები ტრანსპორტზე, სამედიცინო პროდუქციასა და ბოსტნეულზე გაიზარდა
'საქსტატის' მონაცემებით თებერვალში ფასები გაიზარდა
საქსტატი: სურსათზე ფასები 13.4%-ით გაიზარდა
საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა
საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა
2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა