FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა 47 ათასით შემცირდა [ინფოგრაფიკა]

მთავარისაზოგადოება 03.05.2016
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2002 წელთან შედარებით, სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობა 47.094–ით შემცირდა. ყველაზე მეტად მოსახლეობის რაოდენობა ახლაქალაქშია შემცირებული, თითქმის 16.000 ადამიანით, ყველაზე ნაკლებად კი ასპინძაში.

2014 წლის მონაცემებით, რეგიონში 160,504 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ, როცა, 2002 წლის მონაცემებით 207,598 ცხოვრობდა.



ბოლო 12 წელიწადში, 4290–თაა შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ადიგენში. 2002 წლის მონაცემებით, ადიგენის რაიონში ცხოვრობდა 20752 ადამიანი, 2014 წლის აღწერის მონაცემებით კი ცხოვრობს 16,462;

2638–თაა შემცირებული ასპინძაში. აქ 2002 წლის მონაცემებით 13,010 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის აღწერის მონაცემებით კი 10,371 ცხოვრობს;

7208 ადამიანითაა შემცირებული ბორჯომში, სადაც, 2002 წლის მონაცემებით ცხოვრობდა, 32, 422 ადამიანი, და 2014 წლის მონაცემებით ცხოვრობს 25,214 ;

თითქმის 16 ათასითაა (15.905) შეცირებული ახალქალაქში, სადაც, 2002 წლის მონაცემებით, 60,975 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის შედეგებით კი 45.070 ცხოვრობს;

9814–თ შემცირდა ნინოწმინდისმუნიციპალიტეტში. აქც 2002 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 34,305 ადამიანი და 2014 წლის მონაცემებით ცხოვრობს 24,491;

2002–დან 2014 წლამდე, 7237–თ, 46134–დან 38897–მდე შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა ახალციხეში (ქალაქშიც და თემშიც).

ეროვნებები

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები 160,504 ადამიანიდან, 77,498 ქართველი ეროვნებისაა, 81089 სომეხი, 712 რუსი, 420 ბერძენი, 393 ოსი, 142 უკრაინელი, 89 აზერბაიჯანელი, 2 ასირიელი, 1 იეზიდი, 147 სხვა ეროვნებისაა, 5–მა უარი თქვა პასუხზე, 6–ს კი მითითებული არ აქვს;

2002 წლის აღწერის მიხედვით, რეგიონში მცხოვრები 207598 ადამიანიდან, 89,995 იყო ქართველი, 113347 სომეხი, 2230 რუსი, 822 ოსი,740 ბერძენი, 162 უკრაინელი, 59 აზერბაიჯანელი, 41 აფხაზი, 1 იეზიდი.

აღმსარებლობა

2014 წლის აღწერის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები 160,504 ადამიანიდან, 72,605 მართლმადიდებლური აღმსარებლობისაა, 15, 024 კათოლიკური, 64115 სომხური სამოციქულო, 6060 მუსლიმური, 314 იეჰოვას მოწმეა, 27 პროტესტანტი, 33 იუდეური, 39 სხვა, 903 არცერთი, 168–მ უარი განაცხადა პასუხზე და 1216 არ აქვს მითითებული.

2002 წლის აღწერის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები 207598 ადამიანიდან, 85,011 მართლმადიდებელია, 27,871 კათოლიკე, 87827 გრიგორიანელი, 69 იუდეური, 5859 მუსლიმი, 961 სხვა სარწმუნოების.

გენდერული დაყოფა

2014 წლის აღწერის მიხედვით, რეგიონში 78,521 კაცი და 81,983 ქალი ცხოვრობს. 2002 წლის მონაცემებით, კი რეგიონში ცხოვრობდა 100,400 კაცი და 107,198 ქალი.


ურბანული გადანაწილება

რაც შეეხება ურბანულ გადანაწილებას, 2014 წლის მონაცემებით, რეგიონში მცხოვრები 160,504 ადამიანიდან 54,663 ცხოვრობს–ქალაქში (34%), 105841 კი სოფელში (66%).

2002 წლის მონაცემებით, კი, 207598–დან 65535 (32%) ცხოვრობდა ქალაქში, 142063 (68%)– სოფელში.

შეგახსენებთ, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა. არწერის შედეგებით, საქართველოში ჯამში 3,713,804 კაცი ცხოვრობს, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15% ით (657 731კაცი) ნაკლებია.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

11.12.2018 მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ახალციხელებს კვლევის შედეგებს გააცნობენ

11.12.2018 UNICEF: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
საქართველოში დასაოჯახებელ ადამიანთა აღრიცხვა იწყება
სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული