FM97.5 / LIVE

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

მთავარიეკონომიკა 02.05.2016
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში 160,504 ადამიანი ცხოვრობს, – 54,663 ქალაქებში, 105,841 კი სოფლებში.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

რეგიონში მცხოვრები 160,504 ადამიანიდან, 78,521 კაცია და 81,983 ქალი.

საქასტატის მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა (37,4 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29,0 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარის ა.რ.-ში (10,6 პროცენტი).

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში აღიწერა 1 109,0 ათასი კერძო შინამეურნეობა. კერძო შინამეურნეობებში მუდმივად მცხოვრებთა რიცხვმა 3 702,1 ათასი კაცი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 99,7 პროცენტი შეადგინა. მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი (0,3 პროცენტი) ინსტიტუციურ დაწესებულებებში (მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებში, ხანდაზმულთა სახლებში, მონასტრებში და სხვ.)
ცხოვრობს. კერძო შინამეურნეობათა რაოდენობა 2002 წლის აღწერასთან შედარებით შემცირებულია 10,8 პროცენტით.

კერძო შინამეურნეობების წევრთა საშუალო რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელიაღინიშნა აჭარის ა.რ.-ში (4,0 კაცი), ქვემო ქართლსა (3,7 კაცი) და სამცხე-ჯავახეთში(3,6 კაცი). წევრთა საშუალო რაოდენობის მიხედვით ყველაზე მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (2,5 კაცი).



2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3,713,804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15% ით (657 731კაცი) ნაკლებია.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა 47 ათასით შემცირდა [ინფოგრაფიკა]
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
საქართველოში დასაოჯახებელ ადამიანთა აღრიცხვა იწყება