FM97.5 / LIVE

„ახალციხის ციხეზე“ წვიმა შენობების კედლებს აზიანებს

მთავარისაზოგადოება 28.04.2016
„ახალციხის ციხეზე“ შესაძლოა, საინფორმაციო ცენტრში წვიმისგან დაზიანებული ჭერი ჩამოვარდეს; წყალმა სხვა შენობების კედლებიც დააზიანა. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ავარიული შენობების აღსადგენად;

„ახალციხის ციხეზე“ წვიმა შენობების კედლებს აზიანებს
სამი თვეა „ახალციხის ციხეზე“ რამდენიმე შენობაში წყალი ჩადის. წვიმამ ციხის ადმინისტრაციის და საინფორმაციო ცენტრის შენობები, ასევე მედრესეს კელდები დააზიანა.

„გამოძახებული გყვავს მშენებლები, იციან მოვლენ და გააკეთებენ. ჟუნრალისტები არიან წუნმდებლები თუ მშენებლები ვეღარ გავიგე, ჩემზე მეტად შეგტკივათ გული?!“ – ასე უპასუხა არსებული ვითარებით დაინტერესებულ „სამხრეთის კარბჭეს“ „ახალციხის ციხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია სიდამონიძემ.

„მშენებლების გამოძახება“ სიდამონიძემ ახალციხის მერიას წერილობით სთხოვა: „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის და საინფორმაციო ცენტრის შენობები ავარიულ მდგომარეობაშია, რომელიც საშიშროებას უქმნის შემოსულ ვიზიტორებს და მომუშავე პერსონალს. კერძოდ: შენობების ჭერი ე.წ თაბაშირ–მუყაო დაბზარულია და დგას საშიშროება მთლიანად ჭერის ჩამოვარდნის. ასევე დაბზარულია კედლები, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას“, – ვკითხულობთ ციხიდან მერიაში 22 თებერვალს შესულ განცხადებაში.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ადგილების რეაბილიტაცია 10–წლიანი გარანტიით შპს „არქიტექსს“ ევალება. აღნიშნული შპს ერთ–ერთია იმ ათობით კომპანიას შორის, რომელმაც 2012 წელს ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. თუმცა, მიუხედავად მერიის განცხადებისა, „არქიტექსში“ ირწმუნებიან, რომ ამ წერილის ადრესატები თავად არ არიან.

„ახალციხის მერიიდან წერილი კი მომწერეს, მაგრამ ეს არასწორადაა გადმოგზავნილი. ეს ხელშეკრულება ჩემთან არ არის გაფორმებული. მერიაში რაღაცას ვერ მიხვდნენ და ხელშეკრულებებს გადახედონ! არანაირი შეხება არ მქონია გადახურვის საიზოლაციო სამუშაოებთან. ციხეზე საიზოლაციო სამუშაოებს ემზარ ჯგერენაია და კიდევ ერთი კომპანია ასულებდა“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში შპს „არქიტექსის“ დირექტორი შალვა მელიქიძე.

პასუხისმგებლობას იცილებს ემზარ ჯგერენაიაც, მისი განცხადებით ციხის ტერიტორიაზე მისი კომპანია სამუშაოებს მხოლოდ იატაკთან დაკავშირებით ასრულებდა: „ჩვენ იატაკის გათბობას ვაკეთებდით მუზეუმში, მათ შორის ადმინიტრაციის შენობაში და საპირფარეშოში“.

ახალციხის მერიას „არქიტექსში“ გაგზავნილ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ პასუხისმგებელი დაზიანებულის აღდგენაზე სწორედ აღნიშნული კომპანიაა. მიუხედავად ამისა, მერიამ საკუთარი სახსრებით კედლების შეკეთება მაინც დაიწყო: „ნაწილი კედლების უკვე გაილესა, სამუშაოები კიდევ რამდენიმე ადგილზეა დარჩენილი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელის გიორგი ანდღულაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია საკუთარი ხარჯებით აღადგენს დაზიანებულ კედლებს, მშენებელ კომპანიას თანხის გადახდა მაინც მოუწევს: „დაზიანებულია და ასე ვერ დატოვებენ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუ ამ ეტაპზე კომპანიის მოძიება ვერ მოხერხდა პრობლემა არაა, მოძებნიან და თუ არ გაკოტრებულა, ან საერთოდ არ გამქრალა, მოსთხოვენ იმ ხარჯის ანაზღაურებას რასაც გაწევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის ამოღება სასამართლოს ძალით მოხდება“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს
‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ
‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებულ ფასადებს, ბილიკებს და ტერასებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხის ციხეზე შიდა კარიბჭის ჭერი ჩამოინგრა
ახალციხის ციხეზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
ახალციხის ციხის ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება