FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია

მთავარიეკონომიკა 28.04.2016
2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთიდან უცხო ქვეყნებში წასული მოსახლეობის რაოდენობა 3.1 %-ია.

სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია

საქსტატის ინფორმაციით, ემიგრანტთა რაოდენობის დასადგენად, აღწერის პროცესში სპეციალური კითხვარები შეივსო. მეთოდოლოგიის შესაბამისად, ემიგრანტი წარმოადგენდა 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან უცხო სახელმწიფოში მუდმივად, ან დროებით საცხოვრებლად წასულ პირს, რომლის არყოფნა საქართველოში 12 თვეს აღემატებოდა, ან რომელიც აპირებდა საზღვარგარეთ დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს.

შედეგების მიხედვით, ემიგრანთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქ. თბილისში (31,6%) დაფიქსირდა, რეგიონებში კი პირველ სამეულში იმერეთი (22.9%), ქვემო ქართლი(12.5%) და კახეთი (8.2%) მოხვდა.

სამცხე-ჯავახეთში ემიგრანტთა მაჩვენებელი 3.1% ია.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ემიგრირებულთა ძირითადი ნაწილი 20-დან 54 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციაში (21,7%), საბერძნეთსა (15,9%) და თურქეთში (11.2%) ცხოვრობს.

რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები არიან. საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობა 88 500 ადამიანია, მათ შორის 45,4 % მამაკაცი, ხოლო 54,6% - ქალი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მოსახლეობის აღწერის საბოლოო მონაცემი დღეს, 28 აპრილს გამოქვეყნდა. რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 160 504 მაცხოვრებელია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონ 713 804 ადამიანი შეადგინა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა 47 ათასით შემცირდა [ინფოგრაფიკა]
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის აღწერისთვის ემზადებიან
5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება