FM97.5 / LIVE
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]

დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]

მთავარისაზოგადოება 27.04.2016
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე არხები არ არის, ყველა ძლიერი წვიმის შემდეგ საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები იტბორება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]
სახლი, რომლის საძირკველშიც წვიმისგან მოვარდნილი ნიაღვარი ჩავიდა

დღეს, 27 აპრილს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, დანიელაშვილის ქუჩაძე, 6 ნომერში მდებარე სახლის საძირკველი დააზიანა. სახლის ბინადარი ჯუნა ნათენაძე ამბობს, რომ წყალი სახლის საძირკველში დაახლოებით 16:00 საათისთვის შევარდა.

„კიდევ დიდხანს, რომ გაგრძელებულიყო წვიმა ალბათ პირველ სართულს დაფარავდა წყალი. აქ ბავშვების საძინებელი ოთახია, დღეს თუ კიდევ იწვიმა, შეიძლება მთელი სახლი წყალმა დაფაროს. იძულებული ვარ შვილები სოფელში გაუშვა“,– ამბობს იგი.

ნათენაძე გამონაკლისი არ არის. იმის გამო, რომ ქუჩაზე სანიაღვრე არხები არ არის, აქ მცხოვრებლებისთვის ყველა უამინდობა პრობლემაა. დანიელაშვილის ზემოთ მდებარე ქუჩიდან წამოსული წყალი მათი სახლების გავლით ჩადის სანიაღვრე არხში.

„პრობლემის შესახებ სახლის მეპატრონემ დღეს მერიას შეატყობინა. რამდენიმე საათის წინ ორი ადამიანი მოვიდა და სანიაღვრე არხი გაწმინდეს.მაგრამ თუ ძლიერი წვიმა წამოვიდა, ისევ სახლში შემოვა“, – შიშობს ნათენაძე.

რედაქციისგან: დანიელაშვილის ქუჩის პრობლემებზე „სამხრეთის კარიბჭე“ გასულ წლებშიც წერდა. აქ მხოვრებლები რამდენიმე საყოფაცხოვრებო პრობლემას უჩივიან. დანიელაშვილის მცხოვრებლები „სამხრეთის კარიბჭეს“ გვიან საღამოს დაუკავშირდნენ, ამიტომ, მასალაში მხოლოდ მათი პოზიცია ჩანს. რედაქცია ამ დასახლების პრობლემებს იკვლევს და შესაბამისი უწყებების პოზიციებსა და პრობლემის შესახებ ვრცელ მასალას ხვალ გაგაცნობთ.


[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე სახლები დაიტბორა
‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე
‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]
დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს მოჭრიან
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს ჭრიან
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება