სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სააღდგომო გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში

მთავარისაზოგადოება 27.04.2016
ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, ნამუშევრები მინაზე და ვიტრაჟში–ახალციხის სამხატვრო სკოლამ სააღდგომო–საგაზაფხულო გამოფენა მოაწყო.

სააღდგომო გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში

ახალციხის სამხატვროს სკოლის მოსწავლეებმა დღეს, 27 აპრილს, გამოფენა გამართეს. სამხატვრო სკოლის 220–მდე მოსწავლიდან გამოფენაზე 80 მათგანის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

„სამხატვრო სკოლა ახალციხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვნება და მხატვრობა არის ის, რაც ადამიანებში კეთილშობილებას ბადებს“,– აღნიშნა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ, რომელმაც მოსწავლეების ნამუშევრები დაათვალიერა.

სკოლის მცირე საგამოფენო დარბაზის გამო სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენაზე ნამუშევრების მხოლოდ ნაწილი წარადგინეს. ახალციხის მერი გიორგი კოპაძე მოსწავლეებსა და სკოლის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ სამხატვრო სკოლის გაფართოვებაზე იზრუნებს. გარდა ამისა, დღევანდელ გამოფენაზე კოპაძემ განაცხადა, რომ ახალციხეში საგამოფენო დარბაზის გახსნა იგეგმება.

„წელს პირველად ზეთზე შესრულებული ნამუშევრები გვქონდა წარმოდგენილი, ასევე თექაზე შესრულებული კერამიკა, რომელიც ძალიან უცხოა. სამწუხაროდ დარბაზის სიმცირის გამო სკოლის 220 მოსწავლიდან გამოფენაში მონაწილეობა მხოლოდ 80–მათგანის ნამუშევარმა მიიღო“,– განაცხადა ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორმა ნანა ნათენაძემ.

ახალციხის სამხატვრო სკოლამ წლევანდელ წელს უკვე მეოთხე გამოფენა გამართა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გამოფენები მომავალშიც გაიმართება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამხატვრო სკოლაში სააღდგომო გამოფენა გაიმართა
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
ახალციხის სამხატვრო სკოლის ნამუშევრები სვანეთის ფესტივალზე
ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები [Photo]

ახალციხის სამხატვრო სკოლის გამოფენა ბათუმში
საშობაო გამოფენა სამხატვრო სკოლაში