"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

რა შეთანხმება შედგა საქართველოსა და თურქეთს შორის 6 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ

მთავარიპოლიტიკა 28.04.2016
რა ტერიტორია და რატომ უნდა გადაეცეს თურქეთს, რატომ მოექცა ამბავი მედიის ყურადღების ცენტრში დღეს და რა შეთანხმებაზეა საუბარი სინამდვილეში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტბები და ’სამხრეთის კარიბჭეს’ კონფიდენციალური წყაროს მონათხრობი.

რა შეთანხმება შედგა საქართველოსა და თურქეთს შორის 6 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ
სასაზღვრო მდინარე. ფოტო: Daily sabah

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედიაში დღეს, 27 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია, თურქეთისთვის სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია დასრულდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი. აქედან გამომდინარე, დღეს საზღვართან და მის ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და შეთანხმება გამორიცხულია.

„ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, საკითხი სავარაუდოდ მას შემდეგ მოექცა თურქული მედიის ყურადღების ცენტრში, რაც 2016 წლის 20 აპრილს გაიმართა ექსპერტთა მორიგი შეხვედრა. ამ შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მოინახულეს თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი.

„სპეციალისტებმა აღსადგენი კალაპოტის ღერძი დაკვალეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით, რედემარკაციის მასალებით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად. ანალოგიური სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში იგეგმება მდინარე ქარზამეთისწყალზე“ – აცხადებენ უწყებაში.

რა შეთანხმება შედგა საქართველოსა და თურქეთს შორის 6 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ

ინფორმაცია, თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემის შესახებ, დღეს, თურქულმა გამოცემა Daily sabah-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარის ფართობის ტერიტორია დაუბრუნა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც საზღვართან მდებარე პატარა მდინარემ კალაპოტი იცვალა. გამოცემის ცნობით, მდინარემ საზღვარი 1970-იან წლებში იცვალა და 15 საფეხბურთო მოედნის ფართობის ტერიტორია საქართველოს საზღვრებში აღმოჩნდა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სანდო წყარომ აცნობა, მიწის ეს მონაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა თურქეთის მოქალაქეს, ფოცხოვის რაიონის მცხოვრებს, სულეიმან ჩელიკს, ჯერ კიდევ 70-იან წლებში მდინარე ჯაყისწყლის მიერ კალაპოტის შეცვლის გამო პირობით აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე: „რადგან საბჭოთა კავშირ-თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთის ეს ადგილი ჯაყისწყალზე გადიოდა, კალაპოტის შეცვლის გამო აქეთ დარჩა. სინამდვილეში ჯაყისწყალი კვლავ უნდა დაბრუნებულიყო თავის ძველ კალაპოტში და ეს ნაკვეთიც ისევ იმ კაცის გახდებოდა. მაგრამ სსრკ-თურქეთს შორის ეს საქმე ვერ ან არ მოგვარდა, მიუხედავად მიწის პატრონის ოფიციალური წერილებისა“.

მისივე თქმით, სულეიმან ჩელიკმა განცხადება ახლაც დაწერა. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის, ასევე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის სამსახურებმა აღნიშნული მონაკვეთი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაათვალიერეს.

„შედგა პროექტი და საზღვრის მონაკვეთის ჩასწორდება ზუსტად განსაზღვრული და სსრკ-თურქეთს შორის დადგენილი საზღვრის მონაკვეთის მიხედვით. საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია საქართველო თურქეთს შორის მოხდა 1993 წელს, სწორედ სსრკ - თურქეთსშორის განსაზღვრული საზღვრის მიხედვით. მიწა არავის გადაუცია და არც წაურთმევიათ“, – აცხადებს წყარო.

მოლაპარაკებები რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ამის შესახებ გამოცემა Daily sabah–თან 78 წლის სულეიმან ჩეიკიც საუბრობს. მისი თქმით, მისი განცხადება 2013 წელს განიხილეს და ამის შემდეგ შეიქმნა საკითხის შემსწავლელი კომისია საქართველოსა და თურქეთის ოფიციალური პირების შემდაგენლობით.

"მართალია მრავალი წელია მიწა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით არ გამოუყენებიათ, მაგრამ ის ძალიან ნაყოფიერია და მას შემდეგ რაც დავიბრუნებ, მასზე სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას გავაგრძელებ", – აცხადებს სულეიმან ჩელიკი გამოცემასთან საუბარში.

ეს ამბავი თურქული მედიის საინფორმაციო გამოშვებების თემაა



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ბიოლოგიასა და უცხო ენებში აბარებენ

21.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

19.05.2017 ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]

18.05.2017 მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონცერტის ბილეთების ყიდვას აძალებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2017 საქართველოში 28 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

20.05.2017 ივლიტასთან, ავტოავარიის დროს დაზარალებულ ქალს გამოკვლევები უტარდება

20.05.2017 ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე

20.05.2017 სამცხე–ჯავახეთის ექიმებს შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს
შსს: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 12 პირი დააკავა
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ 4  პირი დააკავა
შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა