FM97.5 / LIVE

რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს[R]

მთავარირეკლამა 27.04.2016
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ძველი ქართული ხორბლის ჯიშთგანახლებასა და ელიტური თესლის წარმოებას ახორციელებს.

რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს[R]

მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომელთა მიერ, ხუთი რეგიონის (ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი) 11 მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, მცხეთა, სამტრედია, საგარეჯო, ხაშური) საცდელი ბაზის 27 ჰა ფართობზე განთავსებულია თავთავიანი კულტურების სელექციური ცდები. რადგან, საქართველო ხასიათდება ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით, თითოეული ზონისთვის უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული კულტურა და ჯიში და დადგინდეს მათი აგროსამრეწველო სისტემაში მოყვანის მიზანშეწონილობა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ელიტური სათესლე მასალის მიღების მიზნით, დათესილია საწარმოო (ვარძია, საული 9, ლომთაგორა-123, ტანია), ისტორიული ქართული (ახალციხის წითელი დოლი, თეთრი დიკა, შავფხა) და ჭვავის ჯიშების პირველადი მეთესლეობის სანერგეები.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან (CIMMYT­ICARDA) თანამშრომლობით ინტროდუქცირებული და საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული პერსპექტიული ფორმებით ხდება საწარმოო ჯიშების მაღალპროდუქტიული, დაავადებებისადმი გამძლე და გარემო სტრესების ამტანი ახალი ჯიშებით ჩანაცვლება (ჯიშთმონაცვლეობა). დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი და ხარისხიანი რბილი ხორბლის 5 ჯიში, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ხორბლის მთესველ ყველა რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ხორბლის წარმოშობის პირველად კერადაა აღიარებული და 27 სახეობიდან ჩვენთან აღწერილია 14, მათგან 5 ენდემურია.

რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს[R]

[sknews.ge]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 'მინდვრის დღეები' ჩატარდა
შეხვედრა ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან [R]
ქართულ ხორბალს 'მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში' წარადგენენ
კახეთში ალოობა დაიწყო [R]
'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს
კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში [R]