სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მტკვარმა სოფელ ზიკილიასთან ქალის ცხედარი გამორიყა

მთავარისამართალი » შემთხვევა 27.04.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან, ადგილობრივებმა მტკვრიდან გამორიყული შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი სოფელ წნისის მცხოვრებია, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მტკვარმა სოფელ ზიკილიასთან  ქალის ცხედარი  გამორიყა

შემთხვევა დღეს, 26 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.

"დილით გარეკა ნახირი და შემდეგ სოფელ წნისის ხიდიდან მდინარეში გადახტა“,– ამბობს გამგებლის წარმომადგენელი კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ კურტანიძე.

მისი თქმით, წნისის მცხოვრებლები შემთხვევას შეესწრნენ, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ცხედარს ადგილობრივები და სამაშველო სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მოგვიანებით, მდინარემ გვამი სოფელ ზიკილიაში, მშენებარე ჰესთან გამორიყა.

გარდაცვლილი წნისის მცხოვრები, დაახლოებით 55 წლამდე ასაკის ქალია. ვლადიმერ კურტანიძის განმარტებით გამგეობა გარდაცვლილის ოჯახის დახმარებას აპირებს, თუმცა რა ფორმით ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ქალაქ ბორჯომში, მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო
სოფელ ღრელში შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
ბორჯომში, მდინარე მტკვარში  შუახნის ქალი გადახტა [video]
სოფელ ყვიბისში 63 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი კლინიკიდან გაიყვანეს
სუიციდის შემთხვევა ბორჯომში