FM97.5 / LIVE

ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ

მთავარიეკონომიკა 26.04.2016
რა შეღავათებით სარგებლობს მეწარმე 'მთის კანონის' მიხედვით; ვის და რა შემთხვევაში ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრების სტატუსი; რა სოციალური შეღავათები ეხება სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და სარგებლობენ თუ არა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები შეღავათებით.

ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ

ნახეთ პასუხები, "მთის კანონის" შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე

– რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მეწარმე სუბიექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ?

პასუხი: მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.

– ვინ იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე?

პასუხი: ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფიზიკური პირი, იმისათვის რომ მოხდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება?

პასუხი: ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.


– რა სოციალური შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირი, ბავშვის დაბადების შემთხვევაში?

პასუხი: 2016 წლის 01 იანვრის შემდგომ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის –ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის – ოდენობის ფულად დახმარებას.

– სარგებლობენ თუ არა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული შეღავათებით?

პასუხი: კანონით დაწესებული შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ

[sknews.ge]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი
მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
ასპინძაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 7.930 პირს აქვს
მაღალმთიან დასახლებაში პენსია და დახმარება  იზრდება
სადავო ნორმა  ‘მთის კანონში’ და არასამთავრობოების სარჩელი
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ