FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ოპოზიციაში კვლავ „ოცნებას“ მოიაზრებენ

მთავარიპოლიტიკა 17.12.2012
არჩევნების შემდეგ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები არ დაწყებულა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ცვლილებებს არც ელოდებიან, თუმცა, „ოცნებაში“ ამბობენ, რომ გადანაცვლებები იგეგმება

ნინოწმინდაში ოპოზიციაში კვლავ „ოცნებას“ მოიაზრებენ
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნინოწმინდაში თითქმის არაფერი შეცვლილა. ოპოზიციაში აქ კვლავ „ქართული ოცნებას“ მოიაზრებენ, ყველა საჯარო უწყებაში ხელმძღვანელ პოსტებზეც ჯერ კვლავ ’ნაციონალები’ რჩებიან.

„ჩვენთვის არანაირი ბარიერი არ არის. სუფთად ვმუშაობთ. გვაქვს გუბერნია, საიდანაც ბრძანებულებები მოდის. თუ იქ კონსულტაციაზე გვიძახებენ და განკარგულებებს გვაძლევენ, ისე ვასრულებთ, როგორც ადრე. ჩვენს მუშაობაში არაფერი შეცვლილა“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმირ სტამბოლციანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ ოფისი ვერც წინასაარჩევნოდ გახსნა და ვერც მას შემდეგ. თუმცა, „ოცნების“ აქტივისტებს ეს საქმიანობაში ხელს არ უშლით.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი ახალქალაქიდან, ნორიკ კარაპეტიანი, ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ცვლილება ნინოწმინდამდეც მიაღწევს:
„ვერ ვიტყვი როდის, მაგრამ ცვლილებები მოსალოდნელია. ნინოწმინდაში იგივე ვითარებაა, რაც ახალქალაქში. ეს ადამიანები თავიანთ სავარძლებს ებღაუჭებიან, აქ რაღაც ისე არ არის. ასე ვერაფერს მიაღწევენ, თანამდებობას ხალხი აძლევს და ხალხივე ართმევს“.

იგი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი ნებით უნდა დაწერონ სამსახურიდან წასვლის განცხადებები. თუმცა, ვლადიმირ სტამბოლციანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„არა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უნდა წავიდე. თუ სახელმწიფო გამოხატავს სურვილს, რომ ჩვენთან მუშაობა არ სურს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წავალ. თუ გარეშე პირი, ან შემთხვევითი ადამიანი მეტყვის, რომ სამსახური უნდა დავტოვო, ამას არ გავაკეთებ“, – ამბობს სტამბოლციანი.

ამ დრომდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არც ”ოცნების” ფრაქცია შექმნილა.

„ფრაქციის შექმნის შესახებ ლაპარაკი არ არის. საკრებულოს არც ერთ დეპუტატს არ გამოუთქვამს გასვლის ან ფრაქციის შექმნის სურვილი. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიაა, სახელმწიფოს ვემსახურებით, სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველები ვართ და როგორც სახელმწიფო გვეტყვის, ისე მოვიქცევით. ამ მიზეზით ჩვენთან ცვლილებები არც დღეს არის და არც იქნება“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ნორიკ კარაპეტიანი ნინოწმინდის თვითმმართველობის შეუცვლელობაში ასეთი დარწმუნებული არ არის.

„ჯერჯერობით ნინოწმინდაში ფრაქციის შექმნის მიმართულებით არ ვმუშაობთ. ჯერ ახალქალაქში მოვაგვარებთ ყველაფერს, შემდეგ იქ. შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ საჭიროა ამა თუ იმ მიმართულებით სამუშაოების ჩატარება“, – ამბობს იგი.

”სამხრეთის კარიბჭე” შეეცადა გაერკვია, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა, ვერ მოვახერხეთ. ნინოწმინდაში ქუჩაში მოსიარულეები კონტაქტზე არ გამოდიან, მით უფრო, თუ კითხვა პოლიტიკას ეხება. ვინც პასუხის გაცემაზე განხმდება, გეუბნება, რომ მისთვის ყველაფერი სულერთია.

[აღუნიკ აივაზიანი, ნინოწმინდა]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება
ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
ახალქალაქში ცვლილებებისთვის ემზადებიან
”ოცნების” ორგანიზაცია ნინოწმინდაშიც დაფუძნდა
ნინოწმინდაში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს [R]
ახალქალაქში გამგებლის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალურია