FM97.5 / LIVE

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

მთავარიეკონომიკა 26.04.2016
ახლო მომავალში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე შეისწავლის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, მინჟუს შეხვედრაზე აღინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებასა და მოდერნიზაციას.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოების კუთხით. ასევე, განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტოფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური სტრუქტურული რეფორმების გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოიცავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ
პრემიერმა  ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო
ანკარაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
შეხვედრა საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან