FM97.5 / LIVE

ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის პირველი კვარტალი 94% პროცენტით შესრულდა

მთავარიეკონომიკა 25.04.2016
დღეს, 25 აპრილს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2016 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებაზე იმსჯელეს, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სამთვიანი მუშაობა შეაჯამეს.

ქალაქ  ახალციხის ბიუჯეტის პირველი კვარტალი  94% პროცენტით შესრულდა
ქალაქ ახალციხის საკრებულოს ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ადგილობრივი ბიუჯეტი 94%–ით შესრულდა.

თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები შედეგით კმაყოფილები არიან, თუმცა ოპოზიცია წარმომადგენლობით ორგანოს მუშაობას უწუნებს.

„პროექტების შესრულებისას, იყო ერთი არასაიმედო კომპანია, რომელსაც უარი ეთქვა და გაასაჩივრა, რის გამოც პროექტის განხორცილება გადაიდო, მსგავსი ხარვეზები ხშირად არის, რაც გამოსწორებადია. საერთო ჯამში შედეგით უკმაყოფილო არ ვართ“–ამბობს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, შესრულებული 94% მცირეა. საკრებულოს უმცირესობის დეპუტატი და მერიას მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდებს:“ტენდერების გამოცხადებისას, ქალაქის მერიამ უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი შეხვედეს და საქმე არ გააკეთოს“.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის 2016 წლის პირველი კვარტალის მუშაობის შედეგებსაც გაეცვნენ.

ქალქის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლომიძის განცხადებით ჯანდაცვის კუთხით ბენეფიციართა რაოდენობა, ვისაც დაფინანსება ესაჭიროება მკვეთრად გაიზარდა.

მისი განმარტებით, პირველ კვარტალში დაგეგმილთან შედარებით 23.000 ლარით მეტი დაიხარჯა– „ავადმყოფობამ ძალიან იმატა ახალციხეში და იძულებულნი ვართ თანხებიც გავზარდოთ“.

25 აპრილს, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ჯამში ექვს საკითხს უყარეს კენჭი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

შუსრულდა თუ არა ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტი 100%–ით?
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა
ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე
120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ –  ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე