FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ცვლილებებისთვის ემზადებიან

მთავარიპოლიტიკა 17.12.2012
რა გეგმები აქვს „ქართულ ოცნებას“ ახალქალაქში; აპირებენ თუ არა ცვლილებებს თვითმმართველობაში და როგორ სრულდება დაპირებები - ”სამხრეთის კარიბჭე” კოალიციის დეპუტატობის კანდიდატს, სახალხო მოძრაობა „ჯავახკის“ ხელმძღვანელს ნორიკ კარაპეტიანს ესაუბრა.

ახალქალაქში ცვლილებებისთვის ემზადებიან
– ხომ არ იგეგმება საკადრო ცვლილებები ახალქალაქში?

ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია, ზედა დონეზე თუ შეიცვალა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც უნდა შეიცვალოს. არ ვემხრობი იმას, რაც ზოგ რაიონში ხდება, - ხალხი შენობებში შევარდა და გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები გამოყარა, სავარძლებიც კი ფანჯრებიდან გადმოყარეს. ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა მივიდეთ ხელისუფლების ცვლილებამდე. ეს ჩვენმა მოწინააღმდეგემაც უნდა გააცნობიეროს, რომელიც დღეს ოპოზიციაშია.

– რას გულისხმობთ მშვიდობიან გზაში?

ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ხელისუფლება შეიცვალა. თავიანთი ნებით უნდა დაწერონ განცხადებები და სამსახურიდან წავიდნენ.

– თუ განცხადებებს არ დაწერენ? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 2 წელია...

ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორ გაათავისუფლებენ მათ სამსახურებიდან. ბუნებრივია, მთავრობამ თავის თანამოაზრეებთან ერთად უნდა იმუშაოს. ეს მთელ მსოფლიოში მიღებული კანონია. თუ ხელისუფლებაში სხვა პარტია მოდის, ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია. ეს მათი საქმეა, წავლენ თუ არა.

– შესაძლებელია თუ არა თანამშრომლობა თქვენსა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის?

არა, არც ჩემთან, არც „ქართულ ოცნებასთან“.

რამდენად ჰყავს „ოცნებას“ კადრები ახალქალაქში ხელისუფლების შესაცვლელად?

ბევრად მეტი ხარისხიანი კადრი გვყავს, ვიდრე დღეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან.

ვის მოიაზრებთ კოალიციიდან ხელმძღვანელ თანამდებობებზე?

უნდა შევიკრიბოთ და ვიფიქროთ, ვისი დანიშვნა შეიძლება. მე კი არა, ვინმე სხვამ უნდა გადაწყვიტოს, ეს უნდა იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება, ჩვენი და ფრაქციის. სხვათა შორის, საკრებულოში გვაქვს „ქართული ოცნების“ ფრაქცია, რომელიც სამი ადამიანისგან შედგება.

მაგალითად, ვინ?

ვინაობის დასახელება არ შემიძლია. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ თანამდებობაზე ვინ იმუშავებს.

როდის უნდა ველოდოთ ცვლილებებს?

არაფრის თქმა შემიძლია. ნელ–ნელა მოხდება, ერთბაშად შეუძლებელია. კარგი იქნება, თუ მტკივნეულად არავინ განიცდის. სააკაშვილის მთავრობამ ტოტალიტარული სისტემა, პირამიდა შექმნა. პირამიდა უნდა დაინგრეს, ერთბაშად კი შეუძლებელია.

ცვლილებები წლის ბოლომდეა მოსალოდნელი?

კი, შესაძლებელია. თუმცა მე, მაგალითად, არ ვჩქარობ.

რა მიმართულებას აირჩევს ახალი ადგილობრივი ხელისუფლება „ქართული ოცნებიდან“?

ჩვენ რეგიონის თანაბარზომიერი განვითარება უნდა დავიწყოთ. სოფლის მეურნეობიდან სკოლების მშენებლობამდე. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სკოლების მშენებლობას უნდა დაეთმოს. დღეს ბევრი ადგილია, სადაც სკოლა საერთოდ არ არის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლების მშენებლობისთვის თანხები გამოიყოფოდეს. ასევე უნდა ვიმუშაოთ ქართულ-სომხური უნივერსიტეტის შექმნის მიმართულებითაც. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ინტეგრაციისთვის.

ბიძინა ივანიშვილის ახალქალაქში ვიზიტისას თქვენ მოსახლეობას ვააგნ ჩახალიანის გათავისუფლებას დაპირდით. თუმცა, ახალახანს იგი პარლამენტმა პოლიტპატიმრების სიიდან ამოიღო...

სიიდან იგი 5 დეკემბერს ამოიღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვააგნ ჩახალიანი პოლიტპატიმართა სიაში საერთოდ აღარ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, რათა იგი პოლიტპატიმრად არ ეღიარებინათ. მათ ყველა გზას მიმართეს, უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს ამისთვის.

„ქართული ოცნება“ ხომ უმრავლესობაშია პარლამენტში?

მართალია, ისინი უმცირესობაში არიან, მაგრამ საშინელი განცხადებები გააკეთეს. მათ განაცხადეს, რომ ვააგნმა დახურა ქართული ეკლესია, სცემა ქართულ სასულიერო პირს და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ხარ თუ ხელისუფლება, ეჭვი მაინც გიჩნდება. ამიტომ მათ თავი შეიკავეს, წინააღმდეგ არ წასულან. გამოძიებაა ჩასატარებელი. ამ მიზეზით გადაიდო, მომავალში გახდება ცნობილი. ჩვენი მხრიდანაც ვმუშაობთ, გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ოპოზიციაში კვლავ „ოცნებას“ მოიაზრებენ
ვააგნ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს
ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან
დაპირისპირება ახალქალაქის გამგეობაში
არმენ ფარმანიანი: ”ჯავახეთის ეთნიკურ სომხებს საფრთხე ემუქრებათ”
ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"
'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]