FM97.5 / LIVE

მტკვარზე წყლის დონის ავტომატურ მზომს აყენებენ

მთავარისაზოგადოება 25.04.2016
გარემოს დაცვის სამინისტრო მტკვარის დონის ეფექტური კონტროლისთვის მდინარეზე წყლის დონის ავტომატურ მზომს ამონტაჟებს;

მტკვარზე წყლის დონის ავტომატურ მზომს აყენებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მტკვრის დონე ნორმის ფარლგებშია.

„80 მეტრკუბია წამში წყლის ხარჯი მდინარეში“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა.

წყლის დონის კლების გამო, კონტროლს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აღარ ახორციელებენ: „ამის საჭიროება აღარ არსებობს“, – აცხადებენ აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მიუხედავად იმისა, რომ ვითარება სტაბილურია, იმისთივს რომ გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის დონის შესახებ ინფორმაცია უწყვეთ რეჟიმში მიეწოდებოდეს, მდინარეზე წყლის დონის ავტომატურ მზომს აყენებენ.

„ეს მოწყობილობა უკვე დამონტაჟებულია, ოღონდ პროგრამულად გასამართია ჯერ. ალბათ ორ დღეში ავამოქმედებთ. აქამდე ჩვენი წარმომადგენელი იყო სულ ადგილზე და ინფორმაციას ის გვაწვდიდა“, – ამბობს ჭითანავა.

შეგახსენებთ, შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ რეჟიმზე 16 აპრილს, დილიდან გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის დონის მატების შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროდან მიიღო. გარემოს დაცვის სამინისტროს კი მოსალოდნელ წყალუხვობაზე თურქულმა მხარემ აცნობა. ამ დღეს წყლის ხარჯი წამში 200 მეტრ კუბი დაფიქსირდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მტკვარმა კლება დაიწყო, თუმცა, ადგილზე მაშველები მაინც რჩებიან
როდის მიაღწია მტკვრის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს
მტკვარზე დაკვირვების საგანგებო რეჟიმი მოიხსნა
მტკვრის შესაძლო ადიდების გამო ასპინძაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ჩამოდის
ასპინძაში მტკვრის ადიდების საფრთხეს გამორიცხავენ, თუმცა, ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
მტკვარში წყლის დონის კლება თურქეთისა და საქართველოს სამინისტროების მსჯელობის საგანი გახდა
ასპინძაში მტკვრის დონეს აკვირდებიან