FM97.5 / LIVE

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს შიდა-ქართლში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]

მთავარისაზოგადოება 22.04.2016
დღეს, გორში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის“პროექტის ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილეს ამირან შავშიშვილს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს შიდა-ქართლში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]

პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელი მიმდინარეობს.

2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

აგროდა ზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.
2014- 2015 წლებში აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

• გაცემულია 28,690 პოლისი
• დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა
• ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი
• ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
• 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს

აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.

აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროექტიმიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალ ხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს კახელი ფერმერები გაეცნენ (R)
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს სამეგრელოში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა [R]
სტიქიით დაზარალებულები სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს მიიღებენ [R]
თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა ®
კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ [R]
აჭარაში პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება [R]