FM97.5 / LIVE

სამინისტრო: 3 წელიწადში სამცხე–ჯავახეთში 59 მლნ ლარი დაიხარჯა

მთავარიეკონომიკა 22.04.2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამ წელიწადში სამცხე–ჯავახეთში, 59 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

სამინისტრო:  3 წელიწადში სამცხე–ჯავახეთში 59 მლნ ლარი დაიხარჯა

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში 716.3 მლნ. ლარის ღირებულების 2400 პროექტი დაფინანსდა.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი 418.7 მლნ ლარი გზების მოასფალტებისთვის დაიხარჯა და განხორციელდა 1053 პროექტი. ყველაზე ნაკლები თანხა მოხმარდა სკვერების და პარკების მოწყობას. აღნიშნულისთვის დაიხარჯა 10.9 მლნ. ლარი და განხორციელდა 27 პროექტი. სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 490 პროექტი განხორციელდა და ჯამში 83.3 მლნ ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღებისთვის – 45.3 მლნ ლარი დაიხარჯა, განხორციელდა 238 პროექტი. ხიდების კეთილმოწყობისთვის 16.3 მლნ. ლარი იქნა დახარჯული და განხორციელდა 79 პროექტი. სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 17.9 მლნ ლარი დაიხარჯა და 45 პროექტი განხორციელდა. კულტურული ობიექტებისთვის კი 18.9 მლნ ლარი დაიხარჯა და განხორციელდა 50 პროექტი. მდინარის ნაპირების დასაცავად 14.4 მლნ. ლარი დაიხარჯა და 89 პროექტი განხორციელდა. მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 21.2 მლნ. ლარი და განხორციელდა 58 პროექტი. კანალიზაციის მოსაწყობად 13.8 მლნ. ლარი დაიხარჯა და განხორციელდა 36 პროექტი. გარე განათებისთვის განხორციელდა 30 პროექტი და დაიხარჯა 3.3 მლნ. ლარი. ტროტუარების მოწყობისთვის დაიხარჯა 2.2 მლნ. ლარი და განხორციელდა 5 პროექტი. ეზოების და ფასადების კეთილმოწყობა–1.3 მლნ. ლარი, განხორციელდა 6 პროექტი. სხვადასხვა შენობების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 9.9 მლნ. ლარი და განხორციელდა 22 პროექტი. სპეც.ტექნიკის შეძენისთვის დაიხარჯა – 6.7 მლნ. ლარი და განხორციელდა 53 პროექტი. 43 სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისთვის კი ჯამში დაიხარჯა 14.3 მლნ. ლარი.

რეგიონების მიხედვით თანხები კი ასე გადანაწილდა:
იმერეთი – 168 მლნ.ლარი;
სამეგრელო –ზემო სვანეთი – 118 მლნ. ლარი;
კახეთი – 94 მლნ. ლარი;
ქვემო ქართლი – 87 მლნ.ლარი;
შიდა ქართლი – 64 მლნ.ლარი;
სამცხე–ჯავახეთი – 59 მლნ. ლარი;
გურია – 52 მლნ. ლარი;
მცხეთა–მთიანეთი – 43 მლნ. ლარი;
რაჭა–ლეჩხუმი – 31 მლნ. ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელიწადში, წინა წლებთან შედარებით რგპფ–დან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 3–ჯერ გაიზარდა. 2009–2012 წლებში აღნიშნული თანხა 240 მლნ ლარს შეადგენდა, 2013–2016 წლებში კი 720 მლნ ლარი შეადგინა.

სამინისტრო:  3 წელიწადში სამცხე–ჯავახეთში 59 მლნ ლარი დაიხარჯა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
‘რეგიონული ფონდის’ დაფინანსებით ბორჯომში 7 პროექტი განხორციელდა
ადიგენში 'რეგიონული ფონდიდან' 4 პროექტი განხორციელდა
რა გაკეთდა ახალციხეში „რეგიონული ფონდის“ დაფინანსებით
2014 წელს სამცხე–ჯავახეთში 600 პროექტი განხორციელდა
ადიგენში რვა კულტურული ღონისძიებისთვის 20 000–მდე ლარი დაიხარჯა
ახალციხის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა