FM97.5 / LIVE

კუთვნილი, მაგრამ მიუწვდომელი პენსია

მთავარიეკონომიკა 15.12.2012
სად შეიძლება განისაზღვროს ინვალიდობის კატეგორია და დაუდგინდეს პენსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს; რატომ არ მიმართავენ ისინი ადგილობრივ საავადმყოფოს და რატომ არ იღებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზოგი ბავშვი ინვალიდობის პენსიას

კუთვნილი, მაგრამ მიუწვდომელი პენსია
8 წლის ვ.კ.-ს, რომლის ოჯახსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს, ფსიქიკურ დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ოჯახში მხოლოდ ბებია მუშაობს, ამიტომაც პენსია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეკუთვნით, მათთვის აუცილებელია. თუმცა გოგონას ჯერ კიდევ არ აქვს განსაზღვრული ინვალიდობის კატეგორია და შესაბამისად, ვერც კუთვნილ პენსის იღებს. ბებიის თქმით, ისინი 2008 წელს ახალციხეში იყვნენ და რადგან დოკუმენტების გასაკეთებლად იქ კიდევ რვაჯერ ჩასვლა იყო საჭირო, უარი თქვეს. ცოტა ხნის წინ კვლავ სცადეს ამ საკითხის მოგვარება.

“ერთი კვირის წინ ბანკში 400 ლარი ვისესხე, შემდეგ ძმისა და დის შვილები დამეხმარნენ და ბოლოს და ბოლოს, ახალციხეში წავედით. მაგრამ საჭიროა იქ ექვსჯერ, ყოველთვიურ გამოკვლევებზე ჩასვლა და მომავალი წლის ივნისში თბილისში გამგზავრება, რომ ბოლოს და ბოლოს, პენსია დანიშნონ. ჩვენ ასეთი ხარჯის გაწევის საშუალება არ გაგვაჩნია”, - ამბობს გოგონას ბებია.

ახალქალაქში ინვალიდობის პენსიის მიღებისას პრობლემები ბევრს ექმნება. ბევრნი, ვისაც ეკუთვნის პენსია – 100 ლარი, I კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების პირებს და 70 ლარი, II, III კატეგორიისა და 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, კუთვნილ პენსიას ვერ იღებენ, რადგან მისი დამტკიცების პროცესის ხარჯებს ვერ წვდებიან.

ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის ალექსანდრე ტოროიანის თქმით, კატეგორიის განმსაზღვრელი კომისიის გავლა ადგილობრივ საავადმყოფოშიც შეიძლება, უბრალოდ თუ საავადმყოფოს შესაბამისი სპეციალისტი არ ყავს, მაშინ კონსულტაციაზე ახალციხეში ან სხვა ადგილას უშვებენ, სადაც პაციენტისთვის საჭირო სპეციალისტი მუშაობს.

“რეგიონში მხოლოდ ჩვენს და ახალციხის საავადმყოფოს აქვს კატეგორიის განსაზღვრის კომისიის ჩატარების უფლება. 19 ოქტომბრის შემდეგ, რაც საავადმყოფოს მენეჯერი გავხდი, ეს კომისია ჩვენთან უკვე 40-მა ადამიანმა გაიარა და კატეგორიაც მიენიჭათ. საავადმყოფოს ყოველთვის იგივე შესაძლებლობა ქონდა კატეგორიის მინიჭების კუთხით, რაც დღეს, უბრალოდ საავადმყოფოს ყოფილმა ხელმძღვანელებმა ხალხი შეაშინეს, რომ აქ აღარ მოსულიყვნენ”, - ამბობს იგი.

მისი თქმით, საავადმყოფოს ძირითადი სპეციალისტები ჰყავს, სხვა საავადმყოფოებში აგზავნიან პაციენტებს ფსიქიკური დარღვევებით ან, მაგალითად, გულის ექოს გადასაღებად.

თუმცა ბევრ პაციენტს მაინც ახალციხეში ან თბილისში არაერთჯერადად წასვლა და გზასა და გამოკვლევებზე დამატებითი ხარჯების გაწევა უხდება.

ჰ. ო.-ს პენსია აპრილის თვიდან მოუხსნეს. იგი 18 წლისაა, მას მეტყველების პრობლემა აქვს. ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა, ყველაფერი ესმის.

“თბილისში აგზავნიან, ჩვენ კი ფული არ გვაქვს, კარტოფილს ვერ ვყიდით, რომ წავიდეთ, ამიტომაც უპენსიოდ დავრჩით. ბიჭს ჯერ კატეგორია არ აქვს, ახლა უკვე უნდა მიანიჭონ. თბილისში ნათესავები არ გვყავს, ტაქსის 100 ლარად მივყავართ, სხვა ხარჯებს რომ თავი დავანებოთ. იგი ძალიან ნერვიულობს და არსად წაყვანის ნებას არ გვაძლევს”, - ამბობს მისი დედა მარიამი.

ვადის განახლების პროცედურა პენსიის აღდგენისთვის აუცილებელია. ამ პროცედურის გავლა ყოველწლიურად ყველა პაცენტისთვის სავალდებულოა. თუ პროცედურა არ ჩატარებულა, ინვალიდობის პენსიას ხსნიან.

სოციალური დაცვის სააგენტოს ახალქალაქის განყოფილების დირექტორი არტაშ ფალანჯიანი ასეთ სისტემას არასწორად მიიჩნევს. მისი თქმით, რვა წელია ამ საკითხის წინ წამოწევას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ძვრა არ შეიმჩნევა.

“საქმე ისაა, რომ აქ სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო, კომისიები ადგილზევე, რაიონებში უნდა ტარდებოდეს. საავადმყოფოებს უნდა ჰყავდეთ ლიცენზირებული თანამშრომლები, უნდა ჰქონდეთ ტექნიკა და პირობები, რომელშიც შესაბამის გამოკვლევებს ჩაატარებდნენ. ან ყოველთვიურად ეს კომისიები უნდა ჩამოდიოდნენ და კვლევებს ადგილზე ატარებდნენ. ან, საავადმყოფოში იყოს წარმომადგენელი, რომელიც ყოველთვიურად დაამუშავებდა ინფორმაციას, რომელი სპეციალისტის მოსვლაა საჭირო საავადმყოფოში, კარდიოლოგის თუ ფსიქოთერაპევტის”, - ამბობს იგი.

ფ. ა. ახალქალაქში ცხოვრობს, იგი დაუნის სინდრომითაა დაავადებული. იგი I კატეგორიის ინვალიდია. კატეგორია რამდენიმე წლის წინ მიიღო, რისთვისაც თბილისში მოუხდა წასვლა.

“ყოველ წელს თბილისში სამედიცინო კომისიაზე წასვლის და ინვალიდობის კატეგორიის დადგენის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. უკვე ხუთი თვეა, პენსია არ მიგვიღია, ვერ წავედით, რადგან ფული არ გვქონდა. თავიდან ახალციხეში გავიარეთ კომისია, შემდეგ უკვე თბილისში. ამ ყველაფრის გარდა, იგი გზას ვერ იტანს, მისი აქეთ-იქით ტარება შეუძლებელია”, - ამბობს ფ.ა.-ს დედა ლუსინე.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს
ახალქალაქში სისხლის დიალიზი არ კეთდება
ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
არაოფიციალური გადასახადი ახალქალაქელი პენსიონრებისთვის
ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან
ხვალიდან პენსია 20 ლარით იზრდება