FM97.5 / LIVE

წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 21.04.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური არხის, მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლების 96 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა.

განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგია 4 750 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა, რომლითაც 12 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებამ 3 491 548 ლარი შეადგინა.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.

2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 970 ჰექტრიდან 12 000 ჰექტრამდე, ხოლო დაშრობილი, კი, 1 200 ჰექტრიდან 4 400 ჰექტრამდე გაიზარდა.

დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 24 სარეაბილიტაციო პროექტს.

[sknews.ge]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელიამ გურიაში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულდა [R]
კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [R]
ვეჯინში  სარწყავი წყლის მიწოდება  აღდგება [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს 'საქართველოს მელიორაციის' წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდნენ [R]
ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო [R]
ქვემო ქართლში 4 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი [R]