FM97.5 / LIVE

ბავშვთა უფლებების დასაცავად პროექტის განხორციელება იწყება

მთავარისაზოგადოება 21.04.2016
ნაადრევი ქორწინებების, ბავშვთა შრომისა და სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირების მიზნით ახალციხეში პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის პრეზენტაცია 23 აპრილსაა დაგეგმილი.

ბავშვთა უფლებების დასაცავად პროექტის განხორციელება იწყება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ პრეზენტაცია ახალციხეში 23 აპრილს, 13.00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში შედგება.

პროექტი მიზნად ისახავს: საჯარო სკოლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ნაადრევი ქორწინებების, ბავშვთა შრომისა და სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირების მიზნით; ამასთანავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვთა უფლებების ეფექტურად დაცვისათვის.

პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოსა” და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“, „მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის“, საზოგადოება „ბილიკისა“ და რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ.

პროექტის ორგნიზატორების თქმით, სკოლების წარმომადგენლებს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ინიციატივით დაურიგდებათ ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული წიგნები, კერძოდ - მედია წიგნიერება, წიგნიერება - მასწავლებლის სახელმძღვანელი, საინფორმაციო წიგნიერება, მათემატიკური წიგნიერება, სამოქალაქო წიგნიერება, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემების დეცენტრალიზაცია, ვისწავლოთ და ვასწავლოთ შემოქმედებითი აზროვნება - რაც, თავის მხრივ, მასწავლებლებს დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული ეფექტური სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროექტი ბავშვთა უფლებების დასაცავად
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი"  სატელევიზიო ფილმების კონკურსს აცხადებს
ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა
ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ადიგენში
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით